მართალია, ამერიკის ღია პირველობამდე სულ უფრო მცირე დრო რჩება, თუმცა ფედერერს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია როდის დაუბრუნდება კორტს. მიმდინარე სეზონში ფედერერმა ჯამში 13 შეხვედრა გამართა. აშშ-ის ღია პირველობა 30 აგვისტოს აიღებს სტარტს, როჯერის პოზიცია ამ დრომდე უცნობია, ითამაშებს თუ არა. რაც შეეხება მისსავე მიღწევებს,კარიერაში დიდი სლემის 20 ტურნირის ტიტული აქვს მოპოვებული.
ექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსს ავტობანზე ცეცხლი გაუჩნდა
ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოხდა. ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და...