“პანდემიის პირობებში წინა პლანზე გადმოინაცვლა ისეთმა სიმპტომმა, როგორიც არის ყნოსვის დაქვეითება ან დაკარგვა, გემოს გაუკუღმართება. გემოს დაკარგვის ჩივილით კოვიდამდეც მოგვმართავდნენ პაციენტები, განსხვავება კოვიდ ინფექციით გამოწვეულ ანოსმიისა და ჰიპოსმიის შემთხვევაში არის ის, რომ სრულიად მოულოდნელად მოწმენდილ ცაზე ადამიანს ეკარგება ყნოსვა და საკმაოდ დიდხანს გასტანს ეს. ბანალური გრიპოზული მოვლენებით გამოწვეული ზედა სასუნთქი სისტემის ანოსმია და ჰიპოსმია მინიმუმ 1 კვირაში უბრუნდება ადამიანს. კოვიდის შემთხვევაში ეს რამოდენიმე კვირა და თვეც გრძელდება. “-“კლინიკა-ლჯ”-ის ოტორინოლარინგოლოგი სალომე ბანძელაძე.











