საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს და სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
ამასთან, ის სვამს კითხვას – რისი გადარჩენა უფრო მნიშვნელოვანია, სიცოცხლის თუ ეკონომიკის?
“ბოლო 3 დღის საშუალო მონაცემებით, დღიური ინფიცირების მაჩვენებელი 5 392-ს, ხოლო დღიური ოფიციალური გარდაცვალების მაჩვენებელი 50-ს შეადგენს.
რეალური მაჩვენებელი კი… ყველა ციფრი x2
50×2=100
ქვეყანა ჩაკეტვას ვერ გაუძლებს …. მაგრამ რას ვერ გაუძლებს ?! რა უნდა გადავარჩინოთ ? ეკონომიკა თუ სიცოცხლე? მე ყოველთვის გეტყვით სიმართლეს…. ისე სიმართლე მწარეა …” – წერს ფხაკაძე,










