ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს ჟანგბადის პრობლემა არ შეექმნებათ.
მისივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ იყოს სრული უწყვეტობა ჟანგბადით უზრუნველყოფის კუთხით.
“ჟანგბადთან მიმართებით მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა. ჟანგბადის პრობლემა, რა თქმა უნდა პაციენტებს არ შეეხებათ.
უბრალოდ ეს არის დამატებითი ტვირთი მენეჯმენტის და ლოჯისტიკის მიმართულებით, ვინაიდან არიან საკმაოდ რთული პაციენტები, რომლებიც ძირითადად ჟანგბადდამოკიდებული პაციენტები არიან და ერთობლივად, როგორც ეკონომიკის სამინისტროსთან და ასევე ლოჯისტიკის სამსახურთან ერთად, რომელიც ჩართული არის ამ პროცესის მართვაში, მიმდინარეობს ინტენსიური მომარაგება ყველა საავადმყოფოში, რათა არანაირი პრობლემა არ შეიქმნას და იყოს სრული უწყვეტობა უზრუნველყოფილი ამ მიმართულებით,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.










