კოვიდინფიცირებული ორსული, რომელსაც ვირუსის გართულების გამო ნაყოფი დაეღუპა, თბილისში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა.
7 თვის ორსულ ქალს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საკეისრო კვეთას ვერ უკეთებენ.
ის ქუთაისის კლინიკა ბომონდში ბათუმიდან რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს.
ახლობლების თქმით, თავდაპირველად ქალს ვირუსი იოლ ფორმებში ჰქონდა და ბათუმის საავადმყოფოდან ხელწერილის საფუძველზე სახლში გაწერეს, თუმცა შემდეგ მდგომარეობდა დამძიმდა და იმის გამო, რომ ბათუმის კლინიკებში ადგილი არ იყო, ქუთაისში გადაიყვანეს.










