საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების, “ფაიზერისა” და “მოდერნას” ფასების ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.
“დაიწყო… ფაიზერის და მოდერნას ფასს ზრდიან:
ფაიზერი $23.15 (გაძვირდა 25%)
მოდერნა $25.5 (გაძვირდა 13%)
ეს მხოლოდ დასაწყისია, ფაიზერი აპირებს აწიოს ფასი $179მდე. ეს მოხდება საკმაოდ მალე, ამერიკის წამლის სააგენტოს საბოლოო დამტკიცების შემდეგ ეს გარდაუვალია” – წერს გიორგი ფხაკაძე.










