უწყებათაშორის საბჭოზე წარდგენილია რეკომენდაცია, რომ პირბადეები სავალდებულო იყოს როგორც გარე, ისე შიდა სივრცეში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად, რეგულაციები კვლავ უნდა გამკაცრდეს.
“მნიშვნელოვანია, მეტად უფრო ყურადღება მიექცეს სოციალური ღონისძიებების გამართვას, ასევე ისეთ ღონისძიებებს, როგორსაც წარმოადგენს ქორწილები და ქელეხები, ვინაიდან, როდესაც ვაკვირდებით და ვსწავლობთ ეპიდვითარებას, კლასტერული ინფიცირება ხდება სწორედ ქორწილებსა და ქელეხებში. მნიშვნელოვანია არის, რომ შეიზღუდოს იქ დამსწრეთა რაოდენობა, რათა მოხდეს ეპიდვითარების უფრო მდგრადად შენარჩუნება.
დღეის მდგომარეობით, ჩვენ უკვე გვყავს 4000-მდე ინფიცირებული ყოველდღიურად. ჩვენ ასევე ხშირად ვამბობთ, რომ ამ შტამს გააჩნია არათანმიმდევრული ზრდა, არამედ ნახტომისებური ზრდა და მოსახლეობა ამას უკვე აკვირდება, რომ გარკვეული 10-დღიან პერიოდში ჩვენ გვაქვს ნახტომისებური ზრდა.
დღეს დღეობით ჯამური რაოდენობით ინფიცირებულების მივაღწიეთ 39 000 მდე. საიდანაც 6 500-მდე მოქალაქე დღეს მკურნალობს სტაციონარში, არის ნაწილი მოქალაქეების, რომლებიც მკურნალობენ კოვიდსასტურმოებში, ხოლო საკმაოდ დიდი ნაწილი 25 000-ზე მეტი ბინაზე გადის მკურნალობას.
მათზე მეთვალყურეობას ახორციელებენ ექიმები, რომლებიც ჩვენს ონლაინკლინიკაში არიან დასაქმებულები. რეკომენედაციები არის საბჭოზე წარდგენილი. სამშაბათს დამატებით მოხდება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რა გამკაცრების ღონისძიებები იქნება მიღებული”, – განაცხადა ტიკარაძემ.










