არცთუ იშვიათად საუკეთესო ექიმებს ასეთივე პაციენტი ხვდება. ერთი მათგანის სტატუსი ახლა გვინდა შემოგთავაზოთ. ლიკას ცხოვრებაში გოგა და ელენე გეგიები 2016 წელს გამოჩნდნენ და ისინი მისთვის დღემდე შეუცვლელები არიან.
,,ჩემი პატარა იმედის ნაპერწკალი, ჩემმა უძლიერესმა, ყველაზე დიდი პროფესიონალიზმით აღსავსე ექიმებმა გააღვივეს და დღეს, თუ ისევ გამაჩნია იმედი და რწმენა მხოლოდ მათი დამსახურებით!
,,ღირდა იმ ყველაფრის გამოვლა, რაც იყო ჩემს ცხოვრებაში, რომ არა ჩემი ასეთი მდგომარეობა და ავადმყოფობა, ჩემი ექიმების კარამდე ვერ მივაღწევდი და არ მექნებოდა იმის ბედნიერება, რომ მყოლოდა მსოფლიოში ყველაზე კეთილშობილი ექიმები! არ არსებობს სიტყვები რომ აღვწერო როგორ მიყვარხართ!
ფოტო არქივიდან: 2016 წელი ❤️”წერს ლიკა სოციალურ ქსელში.










