საქართველოს საპატრიარქო სამძიმრის წერილს აქვეყნებს, რომლითაც ცნობილი ქართველი მგალობელის, ლია სალაყაიას გარდაცვალებას ეხმაურება.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პატრიარქის კურთხევით, ლია სალაყაია დღესვე დასვენდება სამების საკათედრო ტაძარში.
“დღეს, 5 აგვისტოს საღამოს ღვთივ განისვენა ლია სალაყაიამ, – ჩვენი დროის საოცარმა ადამიანმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, იგი დღესვე დასვენდება სამების საკათედრო ტაძარში. დაკრძალვა შედგება შაბათს, სამთავროს დედათა მონასტერში.
გამოსვენება – სამების საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე.
ღმერთმა აცხონოს მხევალი ღვთისა ლია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობილი ქართველი მგალობელი ლია სალაყაია კორონავირუსს ემსხვერპლა.










