კორონავირუსულ ინფექციას ემსხვერპლა ცნობილი ქართველი მგალობელი ლია სალაყაია. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქგვერდი “მსოფლიო საეკლესიო სიახლენი” ავრცელებს.
“რამდენიმე კვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის კორიფე ქალბატონი ლია სალაყაია”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.










