“ვაქცინაციის პროცესის აქსელერაციის პარალელურად საგრძნობად მოიმატა იმუნიზაციის ცენტრებიდან ექიმების მიერ უსაფუძვლოდ გამობრუნებული ადამიანების რაოდენობამ”, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
“მიუხედავათ, იმის რომ ყველა იმუნიზაციის პროცესში ჩართული ექიმი ტრეინირებულია, მსგავსი შემთხვევების პრევენცია უკვე შეუძლებელი გახდა. ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როცა უკან უმიზეზოდ გამობრუნებულ, ქრონიკული დაავადებებით დახუნძლულ ადამიანებს კოვიდი ხვდებათ და იღუპებიან.
ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს:
ვაქცინაციაზე მისული პაციენტის გამობრუნების შემთხვევაში წერილობით მიეცეს ექიმის ახსნა-განმარტება, თუ რა მიზეზით ვერ მოხერხდა და აუცილებელი გახდა აცრის გადადება!!!
ეს მიდგომა საშუალებას მოგვცემს სწორად შევაფასოთ ჩვენი კოლეგების ცოდნის „ლაფსუსები“ და ამით ხელი შევუწყოთ მათ განათლებას და მეორეს მხრივ დავაჩქაროთ ვაქცინაციის პროცესი”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში.










