,,ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა როცა კორონა ვირუსი დამიდასტურდა.
ბევრი ჯამრთელობის პრობლემა მაქვს ,ამ პერიოდში ბევრი ცუდი რამ მოხდა ჩემს ირგვლივ. მე არ მიყვარს პრობლემებზე საუბარი, მაგრამ ახლა გამოუვალი მდგომარეობა მაქვს.
ფსიქოლოგიურად და მორალურად გამანადგურა კორონამ. ამ პერიოდში ვერ შევძელი უნივერსიტეტში მისვლა და რეგისტრაციის გავლა, რომ საგნები ამერჩია.
ფინანსურად არ მქონდა პრობლემა, ყოველთვის ვიხდიდი და გადავიხდი.
ეხლა სტატუსი შემიჩერეს იმის გამო რომ განცხადება “ვერ” დავწერე, რის გამოც ხელი მეშლება ჩემს საქმეზე, ისეთ საქმეზე, რომელიც ჩემი არსებობისთვის მნიშვნელოვანია და არა გართობისთვის.
ხვალ 5 აგვისტოდან ჩემს უნივერსიტეტის წინ ღამეს გავათენებ და შიმშილობას ვაცხადებ და მანამ არ წავალ, სანამ სავადმყოფიში გადასაყვანი არ ვიქნები ?ეს იქნება ჩემი პროტესტი .
ვისაც მოგინდებათ ჩემთან ყოფნა იქ ვიქნები .იმედია სტატუსს, თუ არა წყალს მაინც მომაწვდიან .
ზუსტად იმას ვაკეთებ რაც აქ წერია ზედმეტს არაფერს”სიტყვის, აზრის და გამოხატვის თავისუფლებას” მადლობა ყურადღებისთვის ?UNIK • ქუთაისის უნივერსიტეტი • Kutaisi University ევროპის უნივერსიტეტი / European University”- წერს მალხაზი ჯინჭველაშვილი სოციალურ ქსელში და როგორც megatv.ge ს განუცხადა აზრის შეცვლას არ აპირებს, ვიდრე სტატუსს არ აღუდგენენ.










