Pfizer-ისა და Moderna-ს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გაძვირება “დელტა” შტამთან ადაპტაციით არის განპირობებული. ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საკითხებში უმცროსმა მინისტრმა, კლემან ბონმა განაცხადა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
“გაძვირება, სავარაუდოდ, მოხდება არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ყველა მყიდველისთვის”, – განაცხადა პოლიტიკოსმა.
Financial Times იტყობინება, რომ Pfizer–მა და Moderna–მ ფასები – გაზარდეს Pfizer–ის დოზა €15,50-ის ნაცვლად ახლა €19,50 ღირს, ხოლო Moderna–ს ვაქცინა – €19-ის ნაცვლად €21,50.
ევროკომისიას ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა მედია წერს, რომ ბონის განცხადება ამ მონაცემებს ფაქტობრივად ადასტურებს.










