LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა

დაპოსტა 2021/08/03-ში
A A
19
ნახვა
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.4 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.3 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 1.02 პროცენტული პუნქტით აისახა.

ასევე ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6.5 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (5.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (5.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.1 პროცენტი);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები მომატებულია 1.4 პროცენტით, რაც 0.18 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.2 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.3 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.2 პროცენტი);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ღამის გასათევით მომსახურებაზე (9.7 პროცენტი).

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე.

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 14.1 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.43 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ასევე მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (48.0 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (15.4 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (12.4 პროცენტი), თევზეული (11.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.7 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.5 პროცენტით, რაც 2.65 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (33.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.8 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.7 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.65 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.6 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (8.7 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა საცხოვრებელზე ფაქტიური გადასახადის ქვეჯგუფზე (-3.8 პროცენტი);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 11.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.89 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (19.8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – აღნიშნულია საქსტატის ინფორმაციაში.

გაზიარება8

დაკავშირებული -პოსტები

19 წლის სტუდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 19 წლის გოგო, რომელიც მძიმე დამწვრობით საავადმყოფოში 12 დღე მკურნალობდა, გარდაიცვალა. ლამია ალახვერდიევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მკვიდრია. უბედური შემთხვევა მის საცხოვრებელ სახლში სოფელ თულარში მოხდა. არსებული...

დაწვრილებითDetails

მიხეილ სააკაშვილს ადვოკატი დარბაზიიდან გააძევეს – მესამე პრეზიდენტს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
მიხეილ სააკაშვილმა “ვივა მედში”  გონება დაკარგა
მთავარი

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია, მოსამართლე თამარ მახარობლიძემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა და პროცესი გადადო. როგორც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სააკაშვილს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება, რის გამოც, ხვალ ჩანიშნული...

დაწვრილებითDetails

საია-მ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
“ომი რომ არ ყოფილიყო, ჩემი გიორგი დღეს ცოცხალი იქნებოდა.”გიორგი ანწუხელიძის მამიდა ეთერ ანწუხელიძე
მთავარი

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო. როგორც საია-ს თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, ევროსასამართლომ სამხედრო პირების ინდივიდუალურ...

დაწვრილებითDetails

20 წლის სტუდენტი გოგო ტრაგიკულად დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

საგარეჯოში, საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად 20 წლის ლამია ალახვერდიევი დაიღუპა | სამძიმრის წერილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ავრცელებს. "ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მწუხარებას გამოთქვამს მეცნიერებათა და ხელოვნების...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
მამაკაცი ტრაქტორით თხრილში ჩავარდა და მძიმე ტექნიკა დაეცა
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში უბედურ შემთხვევას 33 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ადგილობრივებმა გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ უთხრეს, რომ რამაზ ძმანაშვილი ახლად შეძენილი ტრაქტორით ვენახის შესაწამლად გადაადგილდებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ბალახებში არსებული...

დაწვრილებითDetails

“მიხეილ სააკაშვილის განცხადება აჩვენებს, რომ ბიზნესზე არასწორი წარმოდგენა აქვს” – ბადრი ჯაფარიძე

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
“მჯერა, რომ ქართველი ხალხის ნებას წინ ვერაფერი აღუდგება”- ბადრი ჯაფარიძე
მთავარი

ეს განცხადება აჩვენებს, რომ სააკაშვილს არასწორი წარმოდგენა აქვს ბიზნესზე, - ასე პასუხობს „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მეხუთე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ლელო“ ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტია“. ჯაფარიძის...

დაწვრილებითDetails

“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია” – კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
,,გვჭირდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან, ექიმებთან და საავადმყოფოს კოლექტივთან აქტიური კონსულტაციები იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, სათანადო გადაწყვეტილებები მივიღოთ“- განაცხადა კობახიძემ
მთავარი

საერთოდ აბსურდია ყველაფერი, რაზეც ეს ადამიანები საუბრობენ და რაზეც არის საუბარი რეზოლუციაში, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროსაბჭოს მიერ მომზადებული ანგარიში, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას ეხება. კობახიძის თქმით, ყველა მსგავსი...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

ჩვენი მთავარი ამოცანა არის 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში, მადლობა, თითოეულ მათგანს ამისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა....

დაწვრილებითDetails

“რუსეთისთვის მიუღებელია დასავლეთის მიერ თავსმოხვეული „წესები“, რომელიც ნეოკოლონიურ ამბიციებს მალავს”- პუტინი

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
პუტინი ბალიში G_20_ის ლიდერების სამიტს არ დაესწრება
მთავარი

რუსეთისთვის მიუღებელია დასავლეთის მიერ თავსმოხვეული „წესები“, რომელიც ნეოკოლონიურ ამბიციებს მალავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც მისმა თანაშემწემ, იური უშაკოვმა პრიმაკოვის საერთაშორისო ფორუმზე წაიკითხა. „როგორც ცნობილია, დასავლეთის ქვეყნები...

დაწვრილებითDetails

შსს-ს მომსახურების სააგენტო სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 23, 2026
0
მართვის მოწმობის პრაქტიკულ გამოცდასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება
მთავარი

გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შსს-ს მომსახურების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"