LIVE TV
ორშაბათი, თებერვალი 23, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ

დაპოსტა 2021/08/02-ში
31
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ნაწილი – ძიუდოს, კრივისა და ტყვიის სროლის ნაკრებები სამშობლოში დაბრუნდნენ.

ტოკიოდან დაბრუნებულ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ. ქართველ ოლიმპიელებს წარმატებული ასპარეზობა სპეციალური მუსიკალური ნომრით მიულოცა ანსამბლმა „ბასიანმა“.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ) გახდა, რომელიც კარიერაში პირველად დაეუფლა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს.

„ნიპონ ბუდოკანის“ დარბაზში ბექაურმა 5 ბრძოლა მოიგო. ნახევარფინალსა და ფინალში მომავალმა ჩემპიონმა შესაბამისად რუსი მიხაილ იგოლნიკოვი და გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) დაეუფლნენ. ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 3 მედალი მოიპოვა და დამოუკიდებელ საქართველოში პირველი სპორტსმენი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას 3 ოლიმპიური მედალი მოუპოვა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიადების ისტორიაში პირველად დაეუფლა 4 მედალს. ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ მასპინძელ იაპონიას ჩამორჩა, საერთო ჩათვლაში კი 128 გუნდს შორის მე-4 ადგილზე გავიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 9 ძიუდოისტიდან 7-მა მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში იბრძოლა. ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც საუკეთესო ექვსეულში შესვლა მოახერხა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა დიქტორმა იმუშავა. ძიუდოს შეჯიბრს საერთაშორისო ფედერაციის თანამშრომელი გიორგი ჭანიშვილი უძღვებოდა. ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე იმსაჯა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოს მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ.

ოლიმპიურ თამაშებზე 3 სპორტსმენით წარდგა კრივის ნაკრები. საქართველოს სახელით 2-ზე მეტი მოკრივე მხოლოდ 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის რინგზე გავიდა.

  

ტოკიოში ყველაზე ახლოს მედალთან ესკერხან მადიევი (63-69 კგ) იყო. მადიევმა მეოთხედფინალური ორთაბრძოლა დათმო და მედლამდე მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა.

მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა ნინო სალუქვაძემ.

სალუქვაძე გახდა ოლიმპიადების ისტორიაში პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მონაწილეობა 9 ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ სალუქვაძემ მომდევნო ოლიმპიადაზე იასპარეზა, ის გაიმეორებს იან მილარის რეკორდს. კანადელი ცხენოსანი ერთადერთი 10-გზის ოლიმპიელია.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ტოკიოში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ამ დროისთვის, ჩვენი გუნდის ანგარიშზე 6 მედალია (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო). ძიუდოისტების შემდეგ, ბრინჯაოს მედალს ძალოსანი ანტონ პლესნოი (96 კგ) დაეუფლა, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა

თებერვალი 23, 2026
12
მთავარი

1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის...

დაწვრილებითDetails

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა

თებერვალი 23, 2026
1.5k
მთავარი

მორაგბე ლუკა კურტანიძე გარდაიცვალა  - ინფორმაციას სოციალურ ქსელში რაგბის კლუბი "ლელო" ავრცელებს: 💔 ლელოს დიდი ოჯახის წევრი და ახლა უკვე დიდი გულის ტკივილი, ჩვენი კლუბის ერთ-ერთი გამორჩეული ახალგაზრდა, ლუკა კურტანიძე,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ

თებერვალი 22, 2026
97
მთავარი

საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა. დადგენილება, რომელსაც პრემიერი-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, 20 თებერვლით თარიღდება. დადგენილება 2026 წლის 1...

დაწვრილებითDetails

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს

თებერვალი 22, 2026
287
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს :   " დგება ჟამი დიდი მარხვის დაწყებისა... ეს არის წლის მანძილზე ყველაზე განსაკუთრებული პერიოდი, - გულისტკივილით, სინანულით, მადლიერებითა და, ამავე დროს, იმედით სავსე 40-დღიანი...

დაწვრილებითDetails

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა

თებერვალი 22, 2026
406
მთავარი

ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს ყელისა და სახის არეში დაზიანებები მიაყენა -  ინფორმაციას ამის შესახებ "იმედინიუსი" ავრცელებს. მათი ცნობით, სანიტარმა ახალშობილი პოლიეთილენის პარკში მოათავსა, რის შემდეგაც მის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 არასრულწლოვანი ემსხვერპლა – სააჭესთან 14 წლის მოზარდი იჯდა

თებერვალი 22, 2026
7.9k
მთავარი

"საჭესთან 14 წლის ბავშვი იჯდა. ყოველთვის დაჰყავდა ხოლმე მანქანა, ხან ტრაქტორი დაჰყავდა. ეს არ იყო მისთვის პირველი შემთხვევა" - გურჯაანში მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის დეტალები გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ მე­ლა­ან­ში გუ­შინ, 21...

დაწვრილებითDetails

ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

თებერვალი 22, 2026
776
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.   უბედური შემთხვევა სოფელ მელაანში გვიან ღამით მოხდა.   ადგილობრივების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა, შეჯახების შედეგად...

დაწვრილებითDetails

პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს- დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი

თებერვალი 21, 2026
188
მთავარი

შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ  დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე...

დაწვრილებითDetails

“50%-ზე მეტი დილერების უმუშევარი დარჩება”-ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თებერვალი 21, 2026
132
მთავარი

რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტანტები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის...

დაწვრილებითDetails

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია – სალომე ზურაბიშვილი

თებერვალი 21, 2026
150
მთავარი

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Monocle Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, რუკის გარეთ დარჩენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ისტორიული როლის დაკარგვას ნიშნავს. ზურაბიშვილმა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».