LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრები  სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ

დაპოსტა 2021/08/02-ში
A A
31
ნახვა
გაზიარება

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ნაწილი – ძიუდოს, კრივისა და ტყვიის სროლის ნაკრებები სამშობლოში დაბრუნდნენ.

ტოკიოდან დაბრუნებულ დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სპორტსმენები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დახვდნენ. ქართველ ოლიმპიელებს წარმატებული ასპარეზობა სპეციალური მუსიკალური ნომრით მიულოცა ანსამბლმა „ბასიანმა“.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90 კგ) გახდა, რომელიც კარიერაში პირველად დაეუფლა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს.

„ნიპონ ბუდოკანის“ დარბაზში ბექაურმა 5 ბრძოლა მოიგო. ნახევარფინალსა და ფინალში მომავალმა ჩემპიონმა შესაბამისად რუსი მიხაილ იგოლნიკოვი და გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა.

ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ) დაეუფლნენ. ლაშა შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 3 მედალი მოიპოვა და დამოუკიდებელ საქართველოში პირველი სპორტსმენი, რომელმაც ჩვენს ქვეყანას 3 ოლიმპიური მედალი მოუპოვა.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ოლიმპიადების ისტორიაში პირველად დაეუფლა 4 მედალს. ლაშა გუჯეჯიანის გუნდმა ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ მასპინძელ იაპონიას ჩამორჩა, საერთო ჩათვლაში კი 128 გუნდს შორის მე-4 ადგილზე გავიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 9 ძიუდოისტიდან 7-მა მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში იბრძოლა. ეთერ ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტი, რომელმაც საუკეთესო ექვსეულში შესვლა მოახერხა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისტორიაში პირველად ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა დიქტორმა იმუშავა. ძიუდოს შეჯიბრს საერთაშორისო ფედერაციის თანამშრომელი გიორგი ჭანიშვილი უძღვებოდა. ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე იმსაჯა მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ძიუდოს მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ.

ოლიმპიურ თამაშებზე 3 სპორტსმენით წარდგა კრივის ნაკრები. საქართველოს სახელით 2-ზე მეტი მოკრივე მხოლოდ 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის რინგზე გავიდა.

  

ტოკიოში ყველაზე ახლოს მედალთან ესკერხან მადიევი (63-69 კგ) იყო. მადიევმა მეოთხედფინალური ორთაბრძოლა დათმო და მედლამდე მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება დააკლდა.

მე-9 ოლიმპიადაზე იასპარეზა ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ტყვიის სროლაში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორმა ნინო სალუქვაძემ.

სალუქვაძე გახდა ოლიმპიადების ისტორიაში პირველი ქალი სპორტსმენი, რომელმაც მონაწილეობა 9 ოლიმპიურ თამაშებზე მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ სალუქვაძემ მომდევნო ოლიმპიადაზე იასპარეზა, ის გაიმეორებს იან მილარის რეკორდს. კანადელი ცხენოსანი ერთადერთი 10-გზის ოლიმპიელია.

საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ტოკიოში წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ამ დროისთვის, ჩვენი გუნდის ანგარიშზე 6 მედალია (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო). ძიუდოისტების შემდეგ, ბრინჯაოს მედალს ძალოსანი ანტონ პლესნოი (96 კგ) დაეუფლა, ხოლო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) დღეს ვერცხლის მედალი მოიპოვა.

გაზიარება12

დაკავშირებული -პოსტები

სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, მოქალაქე არ დაემორჩილა მოთხოვნას, სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა – შს მინისტრის მოადგილე

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
შსს მინისტრის მოადგილე – აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთიერების ქონისგან, რომელიც ქმნის შეკრების მშვიდობიანი ხასიათის დაკარგვის რეალურ რისკებს
მთავარი

სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე , - ამის...

დაწვრილებითDetails

გამოვლინდა ყველის არალეგალური საწარმო

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ბაღდათში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინდა
მთავარი

წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წალკაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წალკა,...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – დაშავებულია 10 მოსწავლე

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ბოლნისში ბოლო ზარის 4 მანქანა ავარიაში მოყვა - დაშავებულია 10-მდე ახალგაზრდა ინფორმაციას ადგილობრივი მედია 24News ge ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა სოფელ კაპანახჩში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაშავებულები ბოლნისის N1 საჯარო სკოლის...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია იმერეთში – დაკარგული მწყემსი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ტრაგედია იმერეთში – დაკარგული მწყემსი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სამტრედიაში ორდღიანი სამძებრო ოპერაცია ტრაგიკულად დასრულდა. 26 მაისს დაკარგული მწყემსი, სერგო სტურუა, მაშველებმა სოფელ იანეთში, მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცის გაუჩინარების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში რამდენიმე მუნიციპალიტეტის ძალები აქტიურად...

დაწვრილებითDetails

მოსალოდნელია ძალიან ძლიერი ქარი, 4-5 ბალიანი შტორმი – საქართველოში ამინდი უარესდება

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. სააგენტოს ცნობით, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი....

დაწვრილებითDetails

ნიდერლანდებში ტბაში საქართველოს 18 წლის მოქალაქე დაიხრჩო

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ნიდერლანდებში ტბაში საქართველოს 18 წლის მოქალაქე დაიხრჩო
მთავარი

ნიდერლანდში, ტბაში მარნეულელი ახალგაზრდა დაიხრჩო. MARNEULINEWS-ს ინფორმაციით სოფელ ქვემო სარალის მცხოვრები 18 წლის რალიზ რაგიმოვი ნიდერლანდში ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ცნობილია, ახალგაზრდა მამაკაცი ნიდერლანდში სამუშაოდ იმყოფებოდა.

დაწვრილებითDetails

სასტიკად სცემეს და გაიმეტეს პოლიციელებმა – გორის პოლიციას ძალადობაში კიდევ ერთი პირი ამხელს

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

უფლებადამცველი, მარიამ ბარსონიძე სოციალურ ქსელში გორის პოლიციელების მიერ კიდევ ერთ ძალადობის ფაქტზე წერს. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი, ბრალდებული ლუკა თოფჩიშვილი მიმდინარე წლის იანვრის თვეში პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ 10 თებერვლიდან დღემდე, არანაირი სახის...

დაწვრილებითDetails

8 200კგ პომიდორში მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
8 200კგ პომიდორში მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა
მთავარი

,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს. ამის შესახებ ცნობილი ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება მომდევნო წლებში, ეტაპობრივად, მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებსაც ექნებათ – გივი მიქანაძე

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
ცნობილია 2025-2026 სასწავლო წლის კალენდარი – როდის იქნება არდადეგები და დასვენებები?
მთავარი

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, მომდევნო წლებში სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება მეექვსე კლასის ზემოთ მოსწავლეებსაც ექნებათ. ამის შესახებ მან პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა. „სასკოლო ფორმას აქვს როგორც საგანმანათლებლო, ასევე...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 10 000-დან 20 000-ლარამდე – რაზე წესდება ახალი ჯარიმა

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
ეკონომიკა

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება. ამასთან დაკავშირებით “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"