14 სექტემბერს არის ასევე ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის „შენ ხარ ვენახის“ ხსენების დღე.
ამ ხატის წინაშე აღესრულება უამრავი სასწაული – უშვილოებს შვილი მისცემიათ, სნეულთ კურნება მიუღიათ. ხშირია ხატიდან მირონდენა.
ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ:
„შენ ხარ ვენახი, ახლად აღორძინებული, წმიდაო ქალწულო, მადლმოსილო, პატიოსანო! კაცთა მეოხო, ღმრთივ- გამოარჩეულო! ხეო ტკბილის-ნაყოფო, სამოთხის რეროო, ყვავილო სურნელოვანო! მისა მიმართ, რომელმაც შგმოსა შენ ვითარცა პორფირებითა ბრწყინვალედ და ყოვლად-დიდებულად, მეოხ-გვეყავ, დედოფალო, სოფლისა პატრონო, მფარველო და საავდროო ჩვენთვის, ცოდვილთა!“










