“ცალკეული აღებული სამწუხარო შემთხვევები, სამწუხაროდ არ გამოირიცხება არათუ საქართველოში, არამედ ევროპის ყველა დედაქალაქში ხდება დროდადრო.
მთავარია, რომ დროულად ხდება ამაზე რეაგირება, და რა თქმა უნდა, დაგმობილია ჩვენგან იმიტომ, რომ არაფერმა არ უნდა მიაყენოს ჩრდილი ჩვენ სტუმართმოყვარე იმიჯს და ასეც იქნება”, – თქვა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მინისტრი თბილისში, ავსტრალიის 31 წლის მოქალაქის მკვლელობასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მსგავსი თუნდაც ერთეული შემთხვევები ქვეყანას დარტყმას აყენებს.
“ჩვენ გვინდა ვიყოთ იდეალურები, თუმცა იდეალური ვითარება არსად არ არსებობს. გაცილებით უფრო განვითარებულ, ტრადიციულ ტურისტულ ბაზრებზეც კი, სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება გარკვეული კრიმინალური შემთხვევები”, – თქვა ნათია თურნავამ.










