მთაწმინდაზე დაკარგული ავსტრალიელი ქალი, შანაე ბრუკი გუშინ გარდაცვლილი იპოვეს.
ბრუკი საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა, ის ინგლისურის მასწავლებელი იყო. შანაე ბრუკი საქართველოში ცხოვრებისას სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდა და როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, საქართველო ძალიან მოსწონდა. აღფრთოვანებული იყო ქართული დამწერლობით. “ყველაზე ლამაზი დამწერლობა მსოფლიოში“, ასეთი წარწერა აქვს მის ერთ-ერთ ფოტოს სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავსტრალიელი ქალის გარდაცვალების საქმეს განზრახ მკვლელობის, სსკ-ის 108-ე მუხლით იძიებს.