დღეს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე VTB ბანკის ფილიალის გაქურდვა სცადეს.
ახალგაზრდა კაცმა ბანკში სავენტილაციო მილიდან შეაღწია. როდესაც ის თანამშრომელმა შეამჩნია, მას დაუდგენელი ნივთიერება შეასხა და ბანკი კვლავ იმავე გზით – სავენტილაციო მილიდან დატოვა.
მომხდარის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება არავის მიუღია. მამაკაცმა ბანკიდან ფულის წაღება ვერ მოახერხა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 151-ე და 19/177-ე მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.
წყარო:
რუსთავი 2










