თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე ამბობს, რომ რეკომენდაციების გამკაცრება სავარაუდოდ, აუცილებლი იქნება, რადგან სტაციონარში ბევრად მეტი ადამიანი ხვდება, ვიდრე აქამდე.
“საკმაოდ მაღალია დადებითობის მაჩვენებელი და თითქმის ყოველ დღე იზრდება. ეს ძალიან საყურადღებოა. ვფიქრობ, რომ მოიმატებს თუ გაგრძელდა ისევ ისე, როგორც ახლა – არ ვიცავთ რეკომენდაციებს, პირბადეს ნაკლებად ვიკეთებთ უკვე. უფრო მეტია ახლა სტაციონარში მოთავსების მსურველი, ვიდრე იყო ადრე, იმიტომ, რომ განსაკუთრებულად ეშინიათ დელტა შტამის. თუ, დავუშვათ, არის მხოლოდ ერთი-ორი დღე მხოლოდ ცხელება და მეტი არა, მაშინ არ არის მისი ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი, ოდნავ, რეგულაციების მცირედი გამკაცრება მაინც საჭირო იქნება”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.










