LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რეგიონებში წყლისა და წყალარინების სისტემების მხრივ 2020 წელს არაერთი მასშტაბური და მცირე პროექტი იგეგმება

რეგიონებში წყლისა და წყალარინების სისტემების მხრივ 2020 წელს არაერთი მასშტაბური და მცირე პროექტი იგეგმება

დაპოსტა 2019/10/10-ში
A A
92
ნახვა
გაზიარება

2020 წელს წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ პროექტებს 256 მილიონი ლარი მოხმარდება, – ამის შესახებ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ დღეს პარლამენტში, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

გალდავას თქმით, წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება და 2020 წელს რეგიონებში არაერთი მასშტაბური და მცირე პროექტი იგეგმება.

„რომ გადავხედოთ ბოლო 3 წლის სტატისტიკას – 2017 წელს დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით განხორციელდა 122 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ეს მოიცავდა ADB-ურბანული მომსახურების გაუმჯობესების პროგრამასა და EIB_EPTAF – ქუთაისის წყალარინების პროექტს. 2018 წელს ეს ბიუჯეტი გაიზარდა 30 მილიონით და შეადგინა 153 მილიონი ლარი, აქ დაგვემატა ახალი დონორორი ორგანიზაცია KfW, რომელმაც იმერეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით გამოყო დაფინანსება. წელს ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან საერთო ჯამში მივიღეთ 197 მილიონი ლარის დაფინანსება წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის,“ – განაცხადა ეკატერინე გალდავამ.

მისივე თქმით, ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტების განსახორციელებლად გამოყოფილი თანხები. 2017 წელს 10 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, 2018 წელს ეს ციფრი გაიზარდა 15 მილიონამდე, წელს პროექტების განხორციელებაზე 63 მილიონი ლარი იხარჯება, მომავალ წელს კი, გეგმის მიხედვით, პროექტებს 65 მილიონი ლარი მოხმარდება.

ამასთან, დეპუტატების წინაშე ეკატერინე გალდავამ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანია გეგმავს ფინანსური ანგარიშგების მოწესრიგებასა და ERP სისტემის დანერგვას, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავებას, მათ შორის ხარჯების კაპიტალიზაციას და კონტროლის მექანიზმების შემუშავებას.

„სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით კომპანიის საოპერაციო შედეგების გასაუმჯობესებლად იგეგმება სატარიფო განაცხადის გაკეთება. ასევე, დაფარვის არეალის ზრდა, რაც მიზნად ისახავს 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველყოფას და გამრიცხველიანების ნიშნულის გაუმჯობესებას,“ – აღნიშნა ეკატერინე გალდავამ.

მისივე თქმით, მასშტაბური პროექტების განხორციელების კუთხით, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან. ამ დროისთვის, კაპიტალური პროექტების დაფინანსების წყარო ანუ სასესხო ხელშეკრულების ღირებულება აზიის განვითარების ბანკის მხრიდან 500 მილიონ დოლარია, ევროპის საინვესტიციო ბანკს გამოყოფილი აქვს 180 მილიონი ევრო, გერმანიის განვითარების ბანკს – 100 მილიონი ევრო, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს – 7,5 მილიონი ევრო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს – 7 მილიონი ევრო. წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობის კუთხით დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

თეგები: 24 საათიანი წყალიინფრასტრუქტურაწყალარინებაწყალი
გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

აბიტურიენტებს თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკი გაეცნო შპს „ბიტექსჩეინჯის“ წარმომადგენლების წერილებში დასახელებულ გარემოებებს და შესაბამისი პირველადი შიდა შესწავლა ჩაატარა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, - ამის შესახებ განცხადებას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „თუმცა, ვინაიდან წერილში აღნიშნული...

დაწვრილებითDetails

9 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 9, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, (ჩრდილო-მაღალმთიან ზონაში შესაძლებელია თოვლჭყაპი). ღამით ცვალებადი...

დაწვრილებითDetails

10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
10 კილოგრამამდე არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
მთავარი

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „წითელი ხიდი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, მალულად...

დაწვრილებითDetails

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დასაქმების მსურველთათვის

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
მთავარი

თბილისის მერიის ერთ-ერთ წარმატებულ პროექტზე - "ისწავლე და დასაქმდი" რეგისტრაცია იწყება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროგრამა თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს ეხმარება შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში მოკლევადიანი...

დაწვრილებითDetails

ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
ხონში ყველის არალეგალური საწარმო გამოვლინდა
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს: სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში, არალეგალური ყველის საწარმო გამოავლინეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ფიზიკური პირი მ.ფ....

დაწვრილებითDetails

სემეკმა „ენერგო პრო ჯორჯია“ დააჯარიმა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „ენერგო პრო ჯორჯია“ სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დააჯარიმა. სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2025...

დაწვრილებითDetails

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ -მძიმე ავარია თბილისში

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვარკეთილში ქალს სატვირთო მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს....

დაწვრილებითDetails

ბათუმის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
დედას 20 დღის ჩვილი ხელში ეჭირა – ახალი დეტალები ბათუმიდან
მთავარი

ბათუმში მომხდარი ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა. 2021 წლის 8 ოქტომბერს, დილით, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, რასაც 9 ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი...

დაწვრილებითDetails

იტალიაში, ქართველი მომვლელების სავარაუდო ექსპლუატაციის ფაქტზე, 29 პირი დააკავეს – დეტალები

by მეგა TV
ოქტომბერი 8, 2026
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

იტალიაში არალეგალური იმიგრაციის ხელშეწყობის, დოკუმენტების გაყალბებისა და ქართველი მომვლელების (ბადანტების) შრომითი ექსპლუატაციის ბრალდებით მასშტაბური სპეცოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. იტალიის ფინანსური პოლიციის (Guardia di Finanza) ცნობით, ოპერაციის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"