ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა დავით რეხვიაშვილმა სატელევიზიო ეთერში კლინიკაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული წლამდე ასაკის ბავშვების ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.
„კლინიკაში მოთავსებულია 2 თვემდე ასაკის ბავშვები. აქამდე მსგავსი შემთხვევა ჯერ არ გვქონია. ერთ-ერთი მათგანი არის აფხაზეთიდან გადმოყვანილი. ვიცით, რომ იქ ცირკულირებს ინდური შტამი, სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა ეჭვი. სიტუაციაში ჩაერთო საზოგადოებრივი ჯანდაცვა და გადაგზავნილი იქნა ნიმუში. სპეციფიკური პისიარ კვლევით დელტა შტამი დადასტურებულია. თუმცა, სეკვენირება გაკეთებული არ არის.
პისიარ ტესტირებით დადგინდა, რომ 1 პაციენტთან არის დელტა შტამი და ეს პაციენტი არის აფხაზეთიდან, მეორე პაციენტთან არ არის დელტა, არამედ არის ბრიტანული შტამი.
პაციენტებს თავიდანვე აღენიშნებოდათ რესპირაციული გართულებები. სუნთქვა იყო გართულებული, სისხლის ჟანგბადით მომარაგება იყო დარღვეული და მთავარი განმაპირობებელი არის ეს, რის გამოც პაციენტები ხელოვნურ აპარატზე არიან შემართებულები“, – აცხადებს ციციშვილის ბავშვთა კლინიკის დირექტორი.










