დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაქცინაციისთვის ჯავშნების ელექტრონული პორტალი სრულად აღდგენილია.
მათივე განცხადებით, ამ დროისთვის ვაქცინით აცრის 14 ათასამდე მსურველია რეგისტრირებული.
„გაცნობებთ, რომ გუშინდელი ძლიერი კიბერშეტევის შემდეგ აღდგენილია და ფუნქციონირებს აცრების დაჯავშნის ელექტრონული პორტალი https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/.
ამ დროისთვის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრირებულია „სინოფარმის“ ვაქცინით აცრის მსურველთა 14 ათასამდე ჯავშანი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად იზრუნონ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჯავშნის რეგისტრაციაზე მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:










