საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ცირკულარული ეკონომიკის შესახებ სემინარი გაიმართა. მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა.
მისითქმით, ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების დანერგვა სამრეწველო ნარჩენების შეკვეცის, საშიში ნივთიერებების წარმოებისა და მათი ზემოქმედების შემცირების, კლიმატური ცვლილებების შერბილებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას იძლევა.
„ცირკულარული ეკონომიკური სისტემა ბუნებრივ რესურსებს მაქსიმალურად ეფექტიანად მოიხმარს, მასალებისა და პროდუქციის ღირებულებას მათი წრებრუნვის გზით ინარჩუნებს და ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ამცირებს. დღეს, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან; ამ ეტაპზეა საქართველოც“, – განაცხადა შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა.