„ამ ვაქცინების გაკეთების ვალდებულება კანონით განმტკიცებული არ იქნება, მაგრამ ტყუილად არ არის საუბარი სამოქალაქო პასუხისიმგებლობაზე, რომელიც ხანდახან ქაღალდზე დაწერილ ვალდებულებაზე უფრო მაღალია. ჩვენ უნდა გავითავისოთ, ის, რომ აცრის გარეშე პანდემიას ვერ დავამთავრებთ, ამიტომ, ყველამ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ. აცრა იცავს ადამიანს დაავადების განვითარებისაგან, დაავადების დამძიმებისგან და რაც მთავარია, ფატალური გამოსავლისგან. ამიტომ, მე ტყუილად არ მოგახსენეთ უსაფრთხო სკოლები, რომ მასწავლებლებს მოვუწოდოთ, მაგრამ კი არ დავავალოთ, მოვუწოდოთ, რომ ნებაყოფლობით მიბრძანდნენ და აიცრან, იმიტომ, რომ ისინი კონტაქტირებენ ჩვენს მომავალ თაობებთან. სტუდენტები, რომ გვქონდეს უსაფრთხო უნივერსიტეტები, რომ გვქონდეს უსაფრთხო სხვადასხვა დაწესებულებები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა – ირაკლი კობახიძე
პატრიარქის ხსოვნის პატივისცემით, საკუთარ თავს მოვუწოდებთ დავიცვათ ის, რასაც თავად ასე ერთგულად იცავდა - ჩვენი ქვეყნის ეროვნული და რელიგიური იდენტობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას...










