აუცრელობაზე დიდი შეცდომა საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე არ არსებობს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე წერს.
“ყველა მეკითხებოდა სადაა ვაქცინაო? აი ბატონო დადგა ეს დროც, აქაა ვაქცინა. ეხლა მთავარია ავიცრათ იმით რა ვაქცინაც მოგვეპოვება, რადგან აუცრელობაზე დიდი შეცდომა საკუთარი თავის და ქვეყნის წინაშე არ არსებობს!”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში 500 000 დოზა “სინოფარმის” და 500 000 დოზა “სინოვაკის” ვაქცინა შემოვიდა.










