‘ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის’ დასი ლადო მესხიშვილის თეატრში დღეს, 9 ოქტომბერს 19:00 საათზე სპექტაკლს გამართავს.
წარმოგიდგენთ ბერი ანდრიას ნარკვევების კრებულის მიხედვით დადგმულ სპექტაკლში ‘სიკეთის საგალობელი’ ფონდის შვილობილები მონაწილეობენ. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ცნობილი რეჟისორი ზაზა აღლაძე.
“ამჯერად, ქუთაისის მერიის თანადგომით, ჩვენი შვილობილები ქუთაისში, ლადო მესხიშვილის თეატრის სცენაზე წარსდგებიან. შემოსული თანხა მოხმარდება ‘ბედნიერი სახლის’ მშენებლობას!” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
დასი ორი წელია არსებობს. ამ ხნის მანძილზე დასის წევრებმა აღნიშნული სპექტაკლი საქართველოსა და საზღვარგარეთის არაერთ სცენაზე ითამაშეს.