LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“მოძალადე პირის დასასჯელად, პროკურატურა ჯეროვნად და ეფექტიანად არ იძიებს საქმეს.” – „კოალიცია თანასწორობისთვის“ თამთა თოდაძის საქმეზე

“მოძალადე პირის დასასჯელად, პროკურატურა ჯეროვნად და ეფექტიანად არ იძიებს საქმეს.” – „კოალიცია თანასწორობისთვის“ თამთა თოდაძის საქმეზე

დაპოსტა 2019/10/08-ში
A A
141
ნახვა
გაზიარება

“გარემოება აჩენს ეჭვს, რომ მოძალადე პირის დასასჯელად, პროკურატურა საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, ჯეროვნად და ეფექტიანად არ იძიებს საქმეს.” – „კოალიცია თანასწორობისთვის“ თამთა თოდაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს.

“მეგა ტვ” ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„კოალიცია თანასწორობისთვის“ სოლიდარობას უცხადებს თამთა თოდაძეს და პროკურატურას ქალის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შემაშფოთებელი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. სავარაუდო ბრალდებული პირის თანამდებობრივი სტატუსის გათვალისწინებით, კოალიცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეინარჩუნონ ობიექტურობა ამ საქმეზე საჯარო პოზიციონირების დროს და საკუთარი განცხადებებით ხელი არ შეუწყონ ქალთა მიმართ ძალადობის შეწყნარებასა და ლეგიტიმაციას.

2019 წლის 4 ოქტომბერს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟრიტარი წევრი ილია ჯიშკარიანი, გაუპატიურების მიზნით, თავს დაესხა მისივე ბიუროს თანამშრომელს, თამთა თოდაძეს. თამთა თოდაძისგან უარის მიღების შემდეგ, ილია ჯიშკარიანი მის დამორჩილებას შეეცადა და ფიზიკურად იძალადა. მედიაში გავრცელებულ ინტერვიუში, მსხვერპლი იხსენებს, რომ საკრებულოს დეპუტატი მას წიხლებით და ხელებით ურტყამდა. მას შემდეგ, რაც ქალმა მოძალადეს, თავდაცვის მიზნით მიუთითა, რომ იგი ტელეფონით იწერდა მომხდარს და ამის გამო მას პასუხი მოეთხოვებოდა, დეპუტატმა ქალს მობილური ტელეფონი დაუმტვრია. საბოლოოდ, თამთა თოდაძემ მოძალადისგან თავის დაღწევა და კაბინეტიდან გაქცევა მოახერხა, თუმცა, ცემის დროს, მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო. მსხვერპლს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა ფიზიკურ დაზიანებებზე, რომლებიც მას შემთხვევიდან ერთი კვირის შემდეგაც ეტყობოდა. თავდასხმის დროს, ილია ჯიშკარიანმა დაამტვრია მის ოფისში განთავსებული კომპიუტერული ტექნიკაც.[1]

დაზარალებული და მისი ადვოკატი აცხადებენ, რომ საგამოძიებო ორგანოები სათანადოდ არ იძიებენ საქმეს. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მომხდარის შესახებ მალევე აცნობა პოლიციას, მაჟორიტარი დეპუტატის ოფისის ბიუროში ჩხრეკა დაგვიანებით (შემთხვევიდან დაახლოებით 9 საათში), ოფისის დალაგების შემდეგ ჩატარდა.[2] საქმეზე ილია ჯიშკარიანის გამოკითხვაც ასევე დაგვიანებით მოხდა. პროკურატურას თამთა თოდაძისთვის დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მიუნიჭებია. სტატუსის გარეშე კი ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ საქმის მასალებს. ცხადია, ყველა ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ მოძალადე პირის დასასჯელად, პროკურატურა საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, ჯეროვნად და ეფექტიანად არ იძიებს საქმეს.

პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ საუბარს ყოველთვის თან სდევს სტიგმა. მსგავსი ძალადობის შემთხვევებზე პატრიარქალური ლოგიკა ისევ ქალს აკისრებს პასუხისმგებლობას და მის დადანაშაულებას ცდილობს. თამთა თოდაძის მხრიდან, მასზე ძალადობის ფაქტზე საჯაროდ ლაპარაკი, არსებითად მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობის პრაქტიკების გამოვლენის, კრიტიკისა და მსხვერპლების მხარდაჭერისთვის. მსხვერპლი ქალის, ისედაც მოწყვლადი, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება მაშინ, როცა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო, სახელმწიფო უმოქმედობას და გულგრილობას იჩენს. ასეთ ვითარებაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქმეზე ეფექტიანი, სწრაფი და ობიექტური გამოძიების ჩატარება. გამოძიება არ უნდა ტოვებდეს მიკერძოებულობის აღქმას საზოგადოებაში. თამთა თოდაძის საქმის კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სავარაუდო ბრალდებულ ჩინოვნიკს მართლმსაჯულების სისტემამ სათანადო პასუხისმგებლობა დააკისროს და არ შეიწყნაროს ძალადობა.

მნიშვნელოვანია, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა განცხადებებით დაგმონ ქალის მიმართ ჩადენილი ძალადობა ისე, რომ სავარაუდო ძალადობის ჩამდენი პირის მხარდაჭერისა და გამოძიების პროცესზე ზემოქმედების მცდელობის განცდა არ დატოვონ. ამ მხრივ, აღსანიშნავია, ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მისთვის წარმოუდგენელია, დავით ჯიშკარიანს ძალადობა ჩაედინა.[3] ასევე, საგანგაშოა მერიის წარმომადგენლების და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირების საჯარო განცხადებები, რომლებშიც ისინი მომხდარში ძალადობის მსხვერპლს ადანაშაულებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მას.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირების განცხადებები არ აღიქმებოდეს ორაზროვნად და ხელისუფლების პოზიცია, პირველ რიგში, ძალადობისა და დანაშაულის მკაფიო კრიტიკაზე იყოს აქცენტირებული. ქალებზე ძალადობის მიმართ ხელისუფლების რბილი და შემგუებლური დამოკიდებულება ხელს უშლის მსგავსი დანაშაულების პრევენციას, ახალისებს ძალადობას და ლეგიტიმურობას უკარგავს სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.

ამასთან, არსებითია, თამთა თოდაძის საქმის მედიაში გაშუქების დროს, ჟურნალისტებმა არ მოახდინონ მსხვერპლის მეორადი ვიქტიმიზაცია და მისთვის ღირსების შემლახავი და დამაზიანებელი კითხვების დასმა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც უზრუნველყოფს თამთა თოდაძის მიმართ სავარაუდო ძალადობის საქმის ეფექტიან, დროულ და დამოუკიდებელ გამოძიებას, დამნაშავის დასჯას. მიენიჭოს თამთა თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი.

მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ განცხადებებისაგან, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მხარს უჭერს ქალის მიმართ ძალადობის სავარაუდოდ ჩამდენ პირს და ამით კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.

მედია საშუალებებს, ქალთა ძალადობის შემთხვევების გაშუქების დროს, დაიცვან ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები, მსხვერპლის ინტერესები, ღირსება და მისი პირადი სივრცე. სათანადოდ გაიაზრონ ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა და მასშტაბი.” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციები:

  • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი(OSFG)
  • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • კავშირი „საფარი“
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
თეგები: თამთა თოდაძეილია ჯიშკარიანისექსუალური ძალადობაძალადობა
გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

თბილისში ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

პოლიციამ თბილისში ჩადენილი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე ერთი პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის...

დაწვრილებითDetails

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
რუსთავში ერთ-ერთ ქარხანაში ხარაჩო ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო...

დაწვრილებითDetails

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა
მთავარი

კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „არც კი ვიცი, რა დავწერო… სანამ უკანასკნელი ქართველი იარსებებს, ნუნუ დუღაშვილის ხსოვნაც იცოცხლებს დაგვტოვა ბობოქარმა გენიოსმა“, - წერს აჩიკო...

დაწვრილებითDetails

ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს – ქუთაისში პატარა გოგოს ემშვიდობებიან

by მეგა TV
ნოემბერი 5, 2026
0
ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს  – ქუთაისში პატარა გოგოს ემშვიდობებიან
მთავარი

"ელენიკო აღარ ჰყავს ჩვენს ქალაქს" - ქუთაისში, მძიმე დაავადებასთან მებრძოლი პატარა გოგონა გარდაიცვალა ელენიკო ორბელაძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მძიმე დაავადებას ებრძოდა. პატარა ელენიკოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საზოგადოებამ ჯერ კიდევ გასულ...

დაწვრილებითDetails

“საქართველოს ხელისუფლება ამჟამად არის ევროკავშირთან შეჯახების გზაზე” – კაია კალასი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ – კაია კალასი
მთავარი

მეტად უნდა ჩავუღრმავდეთ საქართველოსთან დაკავშირებით საკითხს, იანვარში. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ უნდა გავცეთ პასუხი, იმის ცხადად გამოსახატად, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მათ მისწრაფებას, რომ ჩვენ ზურგს...

დაწვრილებითDetails

“საქართველომ უნდა გაათავისუფლოს ყველა თვითნებურად დაკავებული პირი” – ევროკომისიის ანგარიში

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანის კუთხით საქართველოს წინსვლა არ განუცდია – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

საქართველოში სულ უფრო მეტად რეპრესიული კანონების მიღებით ადამიანის უფლებები მკვეთრად შეიზღუდა , - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ „2026 წლის გაფართოების პაკეტშია“ ნათქვამი. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, რეპრესიული კანონების მიღების შედეგად,...

დაწვრილებითDetails

” საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია ” – მარტა კოსი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
“შეიძლება უკან წავიღოთ საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაცია”- მარტა კოსი
მთავარი

საქართველოში ჩვენ ვაკვირდებით კანონის უზენაესობის ეროზიას და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვას -ვითარება უარესდება დემოკრატიის მკვეთრი უკუსვლით, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიით და ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვით, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა...

დაწვრილებითDetails

“უცხოური გავლენის“ შესახებ შემზღუდავი კანონმდებლობა განსხვავებული აზრის ჩახშობის საშუალებას იძლევა “- ევროკომისია

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
საქართველომ კვლავ უნდა განახორციელოს სასამართლო სისტემის ჰოლისტიკური და ეფექტური რეფორმა – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

პოლიტიკური ძალაუფლების კონცენტრაცია მმართველ პარტიასა და აღმასრულებელ ინსტიტუტებში გრძელდება. აღმასრულებელი ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურების საპარლამენტო ზედამხედველობა კვლავ შეზღუდული რჩება - სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ, -...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5958 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5970 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

” საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სერიოზულად შერყეულია”- ევროკომისიის ანგარიში

by მეგა TV
ნოემბერი 4, 2026
0
გაწეულ უნდა იქნას უფრო ძლიერი ძალისხმევა, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი, პროფესიონალური და პლურალისტური და დამოუკიდებელია მედია გარემო – ევროკომისიის ანგარიში
მთავარი

საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების პაკეტშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, “სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"