კასპის მუნიციპალიტეტში იტალიური კალიები გამოჩნდნენ. მათ საწინააღმდეგოდ შეწამვლა უკვე დაიწყო. პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები უძღვებიან. ამბობენ, რომ შეწამლული ადგილები ერთი კვირის განმავლობაში მოსახლეობამ საძოვრად არ უნდა გამოიყენოს.
“ამჟამად შეწამლულია სოფელი მეტეხის, კასპში კი ე.წ. კოწახურას, მთავარანგელოზისა და მიკრო რაიონის მიმდებარე ფართობები. დღეს შეიწამლვა განხორციელდება სოფელ კავთისხევში,” – ნათქვამია განცხადებაში.