საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო რჩება.
თუმცა, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის.
პირბადის ტარებას მოქალაქეებს კანონი ავალდებულებს, რომლის დარღვევის შემთხვევაში პირს ეკისრება ჯარიმა – 20 ლარის ოდენობით.
პრემიერის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ღამის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც უქმდება. 1 ივლისიდან, ე.წ. კომენდანტის საათი სრულად გაუქმდება.










