აღმაშენებლის ხეივანში მდებარე რესტორან “რომში” ჩხუბი მოხდა. როგორც დაწესებულების ადმინისტრაციაში აცხადებენ, ჩხუბში მონაწილე პირები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. სტუმრებს შორის დაპირისპირება კი სავარაუდოდ ეთნიკურ ნიადაგზე მოხდა.
ადგილზე მობილიზებულებილი იყვნენ სამართალდამცველები, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.










