ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე რეგულარულად განიხილავს შეზღუდვების შემსუბუქების შესაძლებლობას.
მისი თქმით, ვიდრე მოსახლეობის 30% არ აიცრება, მანამ პირბადის გამოყენების ვალდებულების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია.
„ჩვენთვის ყველაზე ქმედით შეზღუდვად კვლავაც ღამის საათებში მოძრაობის შეზღუდვა და ასევე პირბადის გამოყენება რჩება. პირბადის გამოყენება კვლავ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ვიდრე ვაქცინაციით მოსახლეობის სულ მცირე 30%-ს არ მოვიცავთ, მანამდე პირბადის გამოყენების ვალდებულების შემსუბუქებაზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა გაბუნიამ.










