3 ტყუპი დის ისტორია, რომლებმაც ერთმანეთი დაკარგეს
”მოკლედ მეც დავწერ ჩვენს ისტორიას. ჩემი და ჩემი ტყუპის ამბავს. 1986 წლის 1 აგვისტოს დავიბადეთ 3 ტყუპი გოგო: გვანცა, მე-ნათია და მირანდა Mi Su სურგულაძები. ბავშვთა II სამშობიაროში, თბილისში. დაბადებიდან ორ კვირაში როგორც უთხრეს ჩვენს მშობლებს გვანცა (უფროსი ტყუპი და ჩვენს შორის ყველაზე ჯანმრთელი) გარდაიცვალა. მამას მართლა გამოატანეს ნაჭერში გახვეული ჩვილის ცხედარი და დაასაფლავეს. წლების მერე (დაახლოებით 15-17წლის ) მხედავდნენ იქ სადაც არ ვყოფილვართ. ერთ დღეს მეგობარმა დამირეკა საყვედურით -გვერდით რომ ჩამიარე რატომ არ მომესალმეო. ხან ვაკის აუზზე დამინახეს, ერთხელ მანქანის (ნისან მარჩის) საჭესთან უცხო ქვეყნის ნომრებით. არც მე და არც მირანდა იქ არ ვყოფილვართ. ეჭვი იმან გაამძაფრა რომ, ერთხელ ვაკის აუზზე ზაფხულის პერიოდში (როდესაც ჩვენ საგამოცდო ციებ-ცხელებაში ვიყავით ჩართულნი) დამინახა ჩემმა ახლო ნათესავმა -ბოლო ხმაზე რას ხარხარებდით შენ და შენი დაქალებიო. წარმოიდგინეთ ჩემი რეაქცია, როდესაც თვალები შუბლზე ამივარდა. ვიუარე, იქ არ ვყოფილვარ არასდროსთქო და გაგიჟდა, მოკლედ შეჭრილი თმით შენი ხმის ტემბრით ლაპარაკობდა ზუსტად შენნაირი გოგოო. თან სიგარეტს ეწეოდაო
მომერიდა მოვსულიყავი და მესაყვედურაო. სტუდენტობის დროის ფოტოები რომ ვნახე მე მოკლედ არასდროს მქონია თმა შეჭრილი. მგონი უნდა გვქონდეს საფუძლიანი ეჭვი რომ გვანცა ცოცხალია, სავარაუდოდ საზღვარგარეთ გაიზარდა. ჩვენი მახასიათებელი ნიშანი ჩვენი სიმაღლეა
181 -182 სმ. ხვეული თმა
დღეს ასეთმა გოგომ, რომელსაც ხვეული , წითელი ფერის თმა აქვს თბილისი-ქუთაისში მარშრუტით გააცილა პატარა (10 წლამდე) ბიჭი თანმხლებ ქალბატონთან ერთად. რომლებიც ქუთაისის სადგურიდან ხონის მარშრუტით წავიდნენ და ქალაქ ხონში, უნივერმაღთან ჩამოვიდნენ. ძალიან გთხოვთ დააკვირდეთ ჩვენს ფოტოს, იქნებ გეცნობათ ასეთი გოგო.”










