ფილადელფიაში ცეცხლსასროლი იარაღით 2 თავდასხმა მოხდა. შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი ადამიანი.
პირველი ინციდენტის დროს პოლიციას ადგილზე 2 კაცი და ერთი სამი წლის ბავშვი დახვდათ, რომლებსაც ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ მიყენებული.
დაჭრილი მამაკაცები საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ, ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
რამდენიმე საათის შემდეგ ფილადელფიაში სროლის მეორე ინციდენტიც მოხდა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
პოლიცია დამნაშავეებს ეძებს, ჯერჯერობით, უცნობია დანაშაულის მოტივი და არის თუ არა ეს ორი ფაქტი ურთიერთკავშირში.










