ბათუმელი მოჭიდავეების ოჯახის წევრები ბათუმის იუსტიციის სახლთან იკრიბებიან. ისინი აჭარის მთავრობის სახლისკენ მსვლელობას მოაწყობენ და ძმები წულუკიძეების გათავისუფლებას მოითხოვენ.
დაკავებულების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ძმები ქართული ოცნების რეპრესიული პოლიტიკის გამო, სასჯელს უკანონოდ იხდიან. ახლობლები აჭარის ხელისუფლებას მოუწოდებენ შეწყვიტოს საკუთარი მოქალაქეების პოლიტიკური დევნა და გაათავისუფლოს სპორტსმენები.










