საქართველოს გენერალური პროკურატურა შუალედურ დასკვნებს აქვეყნებს , სადაც აცხადებს რომ ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები გაყალბებულია.
იყენებდნენ თუ არა ბერა და ბიძინა ივანიშვილების ოჯახრის წევრები საკუთარ გავლენებს ადამიანების დასაშინებლად.
გენარალური პროკურატურის განცხადებით ,”ტელეკომპანია პირველის” ეთერში, ნოდარ მელაძის შაბათის რეპორტაჟში გამოყენებული აუდიო ჩანაწერები მოდელირებულად და გაყალბებეულად გამოცხადდა.
აღნიშნულ თემაზე ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გიგა შუშანიამ ტელეკომპანია “მეგა ტვ” -ის ეთერში ისაუბრა.
“აბსურდის თეატრში ვცხოვრობთ , შუალედური ანგარიში არცერთ პროკურატურაში არ არსებობს. ჩვენ ვიცით საქმეები, სადაც ძალადობის უამრავი გამოუძიებელი საქმეა თაროზე შემოდებული , მაგალითად ახლახანს მერიის კორუფციაზე პროკურატურაში შევიტანე სარჩელი , სადაც მილიონობით ლარი იფლანგებოდა, და პროკურატურას პასუხიც არგაუცია, მათ ახლახანს დაიწყეს რაღაც შუალედური სულელური ანგარიშების გამოქვეყნება .
პროკურატურა არ შევიდა შინაარსში , ამ აუდიო ჩანაწერების ავთენტურობა პირდაპირ ეთერში თავად ბერა ივანიშვილმა და ანზორ ჩუბინიძემ აღიარა. ასევე გამოჩნდნენ ადამიანები, რომელებიც ტელევიზიებით ერთვებოდნეენ და აცხადებდნენ , რომ ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ.
ბერა ივანიშვილმა ასევე აღნიშნა , რომ თუ კიდევ ვინმე გაიმეორებდა მსგაავსს დაისჯებოდა.
თავისი ჭკუით პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი ცდილობს რომ რაღაცნაირად პასუხისმგებლობა ააცდინოს ბერა ივანიშვილს, მაგრამ პროკურატურის ეს მცდელობა კრახით დასრულდება.
რა მნიშვნელობა აქვს 2012 წლამდეც რომ ყოფილიყო ეს ჩანაწერები , ეს არ აძლევს არავის უფლებას ადამიანებს ფიზიკურად გასუწორდნენ.
არცერთი დაზარალებული ადამიანი არ დაუკითხავთ, და რაღაც გაურკვეველი ანგარიში წარადგინეს, სიტყვა “მილისტები” რას ნიშნავს ვინმემ იცით ?
ეს ყველაფერი მოწმობს იმას , რომ პროკურატურა ივანიშვილის ხელში არის მისი სათამაშო ინსტრუმენტი , და რეალური ფუქნციცია რაც პროურატურას უნდა ჰქონდეს, რა თქმა უნდა არა აქვს.
ნატოში კიარა ჩრიდლოეთ კორეაშიც აღარ მიგვიღებენ მსგავსი პროკურატურით.
სამწუხაროდ დემოკრატიისაგან ეს ყველაფერი შორს არის , და რაც მთავარია საზოგადოების მხრიდან ნდობა არარის.”- აცხადებს გიგა შუშანია.










