LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მდგომარეობა სტაბილურია, რაც ჩვენთვის არის კარგი – თენგიზ ცერცვაძე

“დემაგოგია ცუდია, მაგრამ როდესაც იგი ინტელექტუალური პიროვნებებიდან მოდის საშინელებაა”-თენგიზ ცერცვაძე

დაპოსტა 2021/06/18-ში
A A
39
ნახვა
გაზიარება

“დემაგოგია ცუდია, მაგრამ როდესაც იგი ინტელექტუალური პიროვნებებიდან მოდის საშინელებაა

——————————————————————–

პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიები და ექსპერტები აგრძელებენ მცდელობებს, რაც შეიძლება ცუდად წარმოაჩინინონ საქართველოში არსებული COVID-19-ის სიტუაცია, გაუჩინონ მოსახლეობას დაუცველობის განცდა და უნდობლობა ქვეყნის და ჯანდაცვის ხელმძღვანელობის და ექიმების მიმართ.

პარტია „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ბ-ნი ზურაბ ჯაფარიძე ქვეყნის ხელისუფლებას და COVID-19-ის საწინააღმდეგო სამსახურს COVID პანდემიის ძალიან ცუდი მართვის და ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის მძიმე ბრალდებებს უყენებს და არც მეტი არც ნაკლები „პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს“?!

ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური პიროვნება, რომელიც სახელმწიფო წესრიგის მოშლის და ადამიანებში ყველაზე ქვენა ინსტიქტების გაღვივების მეტი არაფერი გაუკეთებია, იმ ექიმების გასამართლებას ითხოვს?! რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ათასობით COVID ავადმყოფის სიცოცხლე გადაარჩინეს და ქვეყანას მასშტაბური COVID ტრაგედია ააცილეს. არაფერს ვამბობთ ათეულ ათასობით C ჰეპატიტით ავადმყოფების სიცოცხლის გადარჩენაზე. ისე საინტერესოა, ბ-ნი ზურაბი ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს.

ბ-ნი ზურაბის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ საქართველო „1 მილიონ ადამიანზე COVID გარდაცვლილების რაოდენობით 222 ქვეყანას/ერთეულს შორის 39-ე ადგილზეა“, რაც, მისი აზრით, ჩვენს ქვეყანაში COVID კატასტროფის მაჩვენებელია.

სინამდვილე კი შემდეგია:

ბ-ნი ზურაბის მეთოდიკით და ლოგიკით რომ ვიხელმძღვანელოთ, მაშინ გამოდის, რომ მაგალითად, სირიას, ტაჯიკეთს, ავღანეთს, სომალის, ეთიოპიას, ბურკინა ფასოს, ჰაიტის და კიდევ 150-ზე მეტ მსგავს ქვეყანას 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით აშშ-ზე და ევროპის უკლებლივ ყველა ქვეყანაზე გაცილებით უფრო დაბალი სიკვდილობა აქვთ და შესაბამისად, COVID პანდემიას უკეთესად მართავენ? რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი დაიჯერებს ამას. ეს არც ბ-ნ ზურაბს სჯერა (მას ხომ ინტელექტი უდავოდ არ აკლია), მაგრამ ეს მას ნაკლებად ადარდებს. მთავარია ხალხი მოატყუოს და ხელისუფლების წინააღმდეგ აამხედროს.

საქმე იმაშია, რომ როდესაც COVID სიკვდილობაზე და სხვა მნიშვნელოვან მაჩვენებლებზე ვლაპარაკობთ, საქართველო უნდა შედარდეს მხოლოდ ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს, იმიტომ, რომ ყველა დანარჩენი რეგიონის უმეტეს (უმეტეს და არა ყველა) ქვეყნებში ჯერ ერთი COVID პანდემიის კანონზომიერებები განსხვავებულია და მეორე და მთავარი ის არის, რომ ამ ქვეყნებში (ერთეულების გარდა) აღრიცხვისა და ანგარიშგების პრინციპები და მათი სანდოობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და მათი შედარება ევროპის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან სრულიად არარელევანტურია.

ახლა შევადაროთ საქართველოში COVID სიკვდილობის მაჩვენებლები ევროპის და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებს.

ქვეყანაში COVID პანდემიის მართვის შეფასება რამოდენიმე მაჩვენებლით ხდება, მაგრამ მათგან მთავარია ორი მაჩვენებელი: 1. COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტი – ე.წ. CFR (case fatality rate) და 2. მოსახლეობის ერთეულზე (მაგ. 1 მილიონზე) გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა.

პირველი მაჩვენებელი (CFR) პირდაპირ ასახავს COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის და მკურნალობის ხარისხს და არ არის დამოკიდებული არც ქვეყნის სიდიდეზე და არც COVID შემთხვევების რაოდენობაზე.

მეორე მაჩვენებელი კი უკვე ინტეგრალური მაჩვენებელია და დამოკიდებულია არამარტო კლინიკური მართვის ხარისხზე, არამედ ქვეყანაში COVID-19-ით ავადმყოფთა საერთო (კუმულაციურ) რაოდენობაზე.

პირველი მაჩვენებლით – COVID-19-ის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვალების პროცენტით საქართველოს (CFR- 1.43%) ცალსახად უკეთესი (უფრო დაბალი) მაშვენებლები აქვს, ვიდრე აშშ-ს (CFR – 1.79%), კანადას (CFR- 1.85%) და მექსიკას (CFR – 9,43%) და ევროპის 35 ქვეყანას (დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, ბოსნიას, ბულგარეთს, უნგრეთს, მაკედონიას, სლოვაკეთს, საბერძნეთს, იტალიას, რუმინეთს, პოლონეთს, რუსეთს, მოლდოვას, ბელგიას, უკრაინას, ხორვატიას, ჰიბრალტარს, ესპანეთს, Channel islands-ს, სომხეთს, პორტუგალიას, ლიხტენშტეინს, საფრანგეთს, ალბანეთს, ირლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, Isle of Man-ს, სან მარინოს, სლოვენიას, ავსტრიას, მონტენეგროს, ლიტვას შვეიცარიას და აზერბაიჯანს).

მეორე მაჩვენებლით – 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობით საქართველო (1280 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) ასევე ცალსახად ჩამორჩება აშშ-ს (1850 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე), მექსიკას (1769 გარდაცვლილი 1 მილიონ მოსახლეზე) და ევროპის 27 ქვეყანას (დიდ ბრიტანეთს, იტალიას, უნგრეთს, ბოსნიას, ჩეხეთს, ჰიბრალტარს, სან მარინოს, მაკედონიას, ბულგარეთს, მონტენეგროს, სლოვაკეთს, ბელგიას, სლოვენიას, ხორვატიას, პოლონეთს, ესპანეთს, საფრანგეთს, პორტუგალიას, რუმინეთს, ანდორას, ლიტვას, ლიხტენშტეინს, მოლდოვას, სომხეთს, შვედეთს, ლატვიას და ლუქსემბურგს).

და ეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო შეზღუდული ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყანაა და ვაქცინაციაც დაგვიანებით დაიწყო.

საინტერესოა, ბ-ნი ზურაბის აზრით ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნის ხელმძღვანელობა და ექიმებიც უნდა მიეცნენ პასუხისგებაში, თუ არა.

მე ვთხოვ ბ-ნ ზურაბს დაგვისახელოს საქართველოში ერთი დარგი მაინც (მედიცინის დარგების ჩათვლით), რომელშიც საქართველო სჯობნის აშშ-ს და ევროპის 35 ან თუნდაც 27 ქვეყანას და მერე გვიპასუხოს საქართველოში COVID პანდემიის მმართველი პირები პასუხისმგებაში მიცემას იმსახურებენ, თუ დაფასებას და მხარდაჭერას.

ახლა რაც შეეხება შეზღუდვებს და ლოქდაუნებს, რაშიც ბ-ნი ზურაბი ასევე გვადანაშულებს. ისინი რა თქმა უნდა იყო, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებად მკაცრი, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში. ასე მაგალითად, ჩვენთან არასდროს ყოფილა ისეთი მკაცრი შეზღუდვები, როგორიცაა: მხოლოდ ერთი პიროვნების სტუმრობის უფლება სხვა ოჯახიდან, მხოლოდ 6 ადამიანის შეკრების უფლება და გაადგილების შეზღუდვა 15 კილომეტრიანი რადიუსით საცხოვრებელი ადგილიდან (გერმანია), კომენდანტის საათი საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე (საფრანგეთი), საკუთარი სახლიდან გამოსვლის უფლების შეზღუდვა აუცილებელი მიზეზის გარეშე (დიდი ბრიტანეთი), სახლიდან გასვლის უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, მედიკამენტების და პროდუქტების შესაძენად და მოხუცების და ბავშვების მოსავლელად (ესპანეთი), სახლში მხოლოდ ერთი პიროვნების მიღების (ვიზიტის) უფლება და ე.წ. „ოთხის წესი“ სახლის გარეთ შეხვედრებისას (ბელგია), საკუთარ სახლებში სტუმრების მიღების აკრძალვა მათ გარდა ვინც უვლის ბავშვებს, მოხუცებს და ავადმყოფებს, ქორწილის შეზღუდვა 6 ადამიანით და დაკრძალვის – 10 ადამიანით (ირლანდია), სახლიდან გადაადგილების შეზღუდვა მაქსიმუმ 1000 მეტრით, შეკრების უფლება მხოლოდ 5 ადამიანამდე დახურული სივრცეში და 10 ადამიანამდე – ღია სივრცეში (ისრაელი), თვით ბრიტანეთმაც კი, რომელმაც უკვე მოსახლეობის 2/3 აცრა, სულ ახლახანს დაანონსებული შეზღუდვების მოხსნა გადადო ა.წ. 21 ივნისიდან 19 ივლისამდე და ა.შ. და ა.შ.

ახლა რაც შეეხება COVID პანდემიის სამართავად მოზიდული სახსრების არამიზნობრივ ხარჯვას და „მოპარვას“. ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბრის ოფიციალური მონაცემებით მსოფლიოს COVID პანდემია 16 ტრილიონ აშშ დოლარზე მეტი დაუჯდა (ახლა ეს ციფრი გაცილებით მეტი იქნება) და რა გასაკვირია, რომ საქართველოსაც სერიოზული ხარჯები ჰქონდა, თუმცა ეს ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. ჩვენ პირადად არანაირი, თუნდაც სიმბოლური შეხებაც კი არ გვქონია არანაირ ფინანსებთან და ხარჯვასთან, მაგრამ მაინც მინდა ვკითხო ბ-ნ ზურაბს – თუ ყველაფერი „მოიპარეს“, მაშინ რის ხარჯზე კეთდება უფასოდ ყოველდღიურად 30 ათასზე მეტი ტესტი (ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში). რის ხარჯზე იქნა მობილიზებული 6 ათასზე მეტი COVID საწოლი მთელი თავისი მედპერსონალით, აღჭურვილობით და მედიკამენტებით, რის ხარჯზე გატარდა 100 ათასზე მეტი ჰოსპიტალური და 250 ათასზე მეტი ამბულატორიული COVID ავადმყოფი და ყველა – უმაღლესი საერთაშორისო სტადარტებით. რის ხარჯზე შეიქმნა 60-ზე მეტი „ონლაინ კლინიკა“, რის ხარჯზე იქნა მობილიზებული 4 ათასზე მეტი ადგილი (პიკის პერიოდში) COVID სასტუმროებში, რის ხარჯზე ხდება ძალიან დიდი რაოდენობის COVID პაციენტების ნაკადების ეფექტიანი მართვა (ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში), რის ხარჯზე იქნა ქვეყანა სრულად უზრუნველყოფილი ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის საშუალებებით, რის ხარჯზე შემოდის COVID ვაქცინის ასი ათასობით და მილიონობით (ა.წ. ივლისიდან) დოზა, რის ხარჯზე გაეწია სუბსიდირება და ფინანსური დახმარება მთელ რიგ დარგებს და მთელ რიგ სოციალურ ფენებს და ა.შ. და ა.შ.

კონკრეტულად კიდევ რა უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა (ვაქცინაციის დაგვიანების გარდა) ქვეყანაში COVID პანდემიის სამართავად და საიდან იცის ბ-ნმა ზურაბმა, რომ ყველაფერი „მოიპარეს“.

მე მინდა ვთხოვო ბ-ნ ზურაბს შემხვდეს პირადად და განმარტოს, თუ რა ნახა პირადად ჩემს საქმიანობაში ისეთი, რომ პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. კერძოდ, მოვითხოვ დაგვისახელოს ჩემს მიერ დაშვებული თუნდაც ერთი სერიოზული სამედიცინო შეცდომა (ვაქცინაციასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს), დაგვისახელოს თუნდაც ერთი ავადმყოფი, რომლისგანაც მე მთელი ჩემი 50-წლიანი საექიმო საქმიანობისას თუნდაც ერთხელ ამიღია რაიმე ჰონორარი გინდ ფორმალურად, გინდ არაფორმალურად (ჩემი ოფიციალური კონსულტაციებიც კი უფასოა). დამისახელოს ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც მე COVID პანდემიასთან დაკავშირებით რაიმე ფორმით, თუნდაც მინიმალური სარგებელი მიმეღოს. თუ ის ამას ვერ შესძლებს, მაშინ მე მოვითხოვ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ჩემი ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს პასუხისმგებლობა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მოკლედ, დემაგოგია ძალიან ცუდია, მაგრამ როდესაც იგი ინტელექტუალური პიროვნებებიდან მოდის საშინელებაა და დამანგრეველია სახელმწიფოსთვის”, – წერს თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება16

დაკავშირებული -პოსტები

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია
მთავარი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, Currys-ის ელექტრო­ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ნივ­თე­ბის მო­პარ­ვის­თვის, 27 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, ილია პა­ჭ­კო­რია, და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ის 8 ქურ­დო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 20 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ჭ­კო­რია10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა მომდევნო დღეებზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს. „როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? 7, 8 და 9 სექტემბერი - მოქმედების დროა: დღეს მთვარე კირჩხიბშია, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი
მთავარი

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...

დაწვრილებითDetails

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მთავარი

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...

დაწვრილებითDetails

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი – არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 სამრთალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე რიჟვაძეზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

"მე ბევრი რამე ვიცი  ამ საქმესთან დაკავშირებით"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, კითხვების ადრესატი არა თავად, არამედ პროკურატურა და თავად აჭარის მთავარობის მეთაური...

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილი დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს "სასაცილო და ტრაგიკული" უწოდა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე": ერთადერთი კომენტარი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"