თბილისში, ახმეტელის მეტროსთან ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია გამართეს.
მძღოლები ხელფასების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეების განაცხადებით, მას შემდეგ, რაც თბილისს ლურჯი მიკროავტობუსები დაემატა, მათი ხელფასები შემცირდა.
ამასთან, მძღოლები ითხოვენ მიკროავტობუსების კუთვნილებაში გადაცემასაც.