პოლიტიკოსი, გოგი წულაია ციხიდან წერილს აქვეყნებს. ის თავისი ახალი პარტიის “გოგი წულაია ახალი ქრისტიან-დემოკრატების” პრიორიტეტებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებს, რათა “ქართულმა ოცნებამ” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 43% ვერ აიღოს.
ამასთან, წულაია საზოგადოებას სთხოვს, ერთად იბრძოლონ ამ ამოცანის გადასაჭრელად.
“მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ხალხო, გლდანის 18-ე სამკურნალო სასჯელაღსრულების 405-ე საკნიდან. პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის “გოგი წულაია ახალი ქრისტიან-დემოკრატების” პრიორიტეტი იქნება ადგილობრივი რეალური თვითმართველობა, ასევე ადგილობრივი მრეწველობის განვითარება და სოციალური სამართლიანობა. დიდი პატივია, რომ ამირჩიეს პარტიის თავჯდომარედ და მზად ვარ, ვიბრძოლო ჩემს გუნდთან ერთად. ყველამ ერთად ვიბრძოლოთ, რომ მთავრობამ 43% ვერ აიღოს! ვთვლი, რომ სხვაგვარად ამ ქვეყანას გადარჩენა არ უწერია და ვინც მეთანხმებით ამ საკითხში, ძალიან გთხოვთ, ერთად ვიბრძოლოთ ამ ამოცანის გადასაჭრელად. ვის, როგორაც შეგვიძლია, თუნდაც პარტიაში გაწევრიანებით, ან ერთი ლარის ჩარიცხვით მითითებულ ანგარიშზე.
პარტია “გოგი წულაია ახალი ქრისტიან-დემოკრატები” მზად ვართ ბოლომდე ბრძოლისათვის. გადარჩენა მხოლოდ ბრძოლაშია. ამდენი საუკუნე ამ ქვეყანას იმიტომ არ უბრძოლია, რომ ახლა, ჩვენი თაობის დროს დასრულდეს.
მადლობა ყველას, ვინც ჩემ გვერდით დგახართ. გპირდებით, არ გიღალატებთ, არ შევშინდები, არ გავიყიდები და ბოლომდე ვიბრძოლებ თქვენთან ერთად.
შემოუერთდით ჩვენს პარტიას.
ანგარიშის ნომერი:
GE52LB071136649087000
მიმღები: ლევან ჟღენტი,”-წერს წულაია.










