“18 ივნისი შარშან ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, მხოლოდ 20 ში გაიგო მედიამ რომ ვიღაც ფეხბურთელს ეძებდნენ მცხეთაში. ყვეფერი შაქარას მეგობრის პოსტით დაიწყო, 21 ში დილით შოთიკო და ბერძენამ მცხეთაში გამიშვეს. გზაში ვიყავი, შსს-მ განცხადება გაავრცელა წყლის დონე დავწიეთ, დრონებით ვმუშაობთ, 40 ზე მეტი მაშველი და მყვინთავია ადგილზეო. გზაშივე გავიგე რომ ჩხუბი იყო მაგრამ არ ვიცოდი რა და როგორ. პოლიციასთან მივედი, ნიკა ჯაჭვაძე და შაქარას მეზობელმა ჩხუბის ამბავი დამიდასტურეს, ასე დაიწყო დიდი ტრაგედიის დიდი ამბავი. მახსოვს თამუნა, დედამისი რომელიც მანქანაში იჯდა მდუმარე, არ ვეკარებოდით, არც გვიკარებდა და ასე ჩუმად ელოდებოდა პასუხს. 20 ში ღამე უკვე შოკირებული ვიყავი იმ ამბით რომელოც სრულად არც ვიცოდი. როცა იპივეს, პირველი ჩვენ გავიგეთ შაქარას ცხედრის პოვნის შესახებ, ტატომ უფრო სწორად და მე დამირეკა, მეგონა ცოცხალი იპოვეს და თურმე… ჩვენი კამერა მაშველებთან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე. ეს იყი ყველაზე მძიმე ჩართვა, ყველაზე მტკივნეული, ურთულესი. შემდეგ იყო ოჯახის და მეგობრების რეაქციები, დაკავებები, გამოძიება, საქმის მასალები და ადამიანური გრძნიბები, ემოციები, ტკივილი, საშინელი სიზმრები, თეთრად გათენებული ღამეები, უმციმესი ფოტო მასალები, კადრები, ჩანაწერები, ჩვენებები, ჩვენებები რომლებიც ტვინიდან არ ამომდის. ეწერა რომ შეეშინდათ, ეს სიტყვა “შიში” ხშირად მხვდებოდა და ყოველ ჯერზე ვტიროდი, როცა წარმოვიდგენდი რომ ეშინოდათ, ეშინოდა, ტკიოდა. ცხედრის პოვნის შემდეგ რთული იყო ცხედრის ფოტოების ნახვა, შემდეგ ამ ფოტოებით ჩართვაზე დადგომა. ერთია გაბლარული ფოტოს ჩვენება ეთერში და მერეა რა ნახე შენ. რთული იყო მას შემდეგ ცხოვრებაც. ამ საქმეში ძალიან ბევრი კითხვა მაქვს დღემდე, სულ მჭამს კითხვები, სულ ვერსიებში ვარ, სულ პასუხების ძიაბაში, ამავდროულად ბევრი ემოცია, ულევი და უსასრულო.
შაქარა ყოველთვის დარჩება ვარსკვით ბიჭი, ყოველთვის განსაკუთრებული იქნება. ძალიან მტკივა ეს ისტორია, ეს საბედიწერო ღამე და დანგრეული, განადგურებული ოჯახი. ის ადამიანებიც მტკივა, რომლებიც არაფერ შუაში არიან და უბრალოდ სტუმრები იყვნენ.
დღეს ალბათ ისევ შეიკრიბებიან ანა გაბეჩავას მეგობრები, რომ მასთან ერთად შეხვდნენ კიდევ ერთ მის დაბადების დღეს, როცა გაბეჩავას დაბადების დღე დადგება ერთი წელი გავა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან.
კიდევ ერთხელ ვუზიარებ თამუნას, ანას, ლევანს. ეს არის ტრაგედია თქვენიც, ჩვენიც, საზოგადების რომესაც რაღაც შეგვეშალა, რაღაც ვერ გავთვალეთ, რაღაც ვერ გავაკეთეთ. ” – წერს სალომე ბოკუჩავა სოციალურ ქსელში










