20 წლის ბერძენი ქალი, რომლის მკვლელობაშიც სავარაუდო ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე იყო სინამდვილეში მისმა ქმარმა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული გამოცემა ავრცელებს . 32 წლის პილოტის ბრალეულობა მას შემდეგ დადგინდა, რაც სახლის მიმდებარედ დაყენებული კამერებისა და მობილურიდან ამოღებული ჩანაწერების გაშიფვრა მოხდა. ასევე 20 წლის გოგონას ს სიკვდილის ზუსტი დრო, არ ემთხვეოდა ქმრის მიერ ნათქვამ დროს. პოლიციამ 32 წლია პილოტი მტკიცებულებების საუფძველზე გუშინ დააკავა. როგორც საბერძნეთის პოლიციის გამომძიებელმა განცხადა დაკავებული ქმარი კითხვებზე დამაჯერებელ პასუხებს ვერ გასცემს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს.
შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ საბერძნეთში 20 წლის გოგო სასტიკად მოკლეს, მასთან ერთად სახლში ქმარი და 11 თვის ჩვილიც იმყოფებოდა. თავდაპირველად პოლიცია ფიქრობდა, რომ ერთ-ერთმა მძარცველმა 20 წლის კაროლინი სიცოცხლეს გამოასალმა მას შემდეგ, რაც ქალმა მძარცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....










