წარმატებული ახალგაზრდა მომღერალი მიხეილ შეშაბერიძე ავსტრიაში St. Margarethen-ის ფესტივალზე ჯაკომო პუჩინის ოპერაში „ტურანდოტი“, კალაფის პარტიის შესასრულებლად ემზადება, რომლის პრემიერა 14 ივლისს, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სცენაზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება.
ქართველი ტენორის შემოქმედება დატვირთულია წამყვანი პარტიების შესრულებით, მსოფლიო დონის სცენებზე – მადრიდის სამეფო თეატრი, სანკარლო, ტრიესტე, კალიარი, ნეაპოლი, არენა დი ვერონა, ჰონგ-კონგის გრანდ ოპერა, ტაივანის, ზაგრების საოპერო თეატრები.
ეს არის არასრული ნუსხა იმ ისტორიული სცენებისა, რომლის სოლისტიც გახლავთ ახალგაზრდა ქართველი ტენორი.
აღსანიშნავია, მისი დებიუტი 2015 წელს რავენას ფესტივალზე – ჯ, ვერდის ოპერაში „ოტელო“, სადაც იგი წარსდგა მსმენელის წინაშე, როგორც ამ როლის, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი.
ამავე წლის წარმატებას უკავშირდება, მიხეილის მსოფლიო საუკეთესო სოლისტთა რეიტინგში შესვლა და ლუჩანო პავაროტის ფონდის მიერ, მის ერთადერთ ქართველ სტიპენდიანტად დასახელება.
მიხეილ შეშაბერიძე თანამშრომლობს ცნობილ მაესტროებთან და რეჟისორებთან, როგორებიც არიან – პაოლო ოლმი, ივო ლიპანოვიჩი, ჯანპაოლო ბისანტი, ჯანლუკა მარტინენი, ივორ ბოლტონი, კასპერ ჰოლტენი, დანიელ ორენი, ანდრეა ბატისტონი, ჯულიან კოვაჩევი.
„პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მუსიკოსი აცხადებს, რომ ვენამანამდე, დიდი წარმატებით იმღერა ჰონგ კონგის საოპერო თეატრში – „კარმენი”:
2006-07 წლიდან იტალიაში ვიმყოფები. დავამთავრე თბილისის კონსერვატორია, მაგისტრატურაზე ჩავაბარე, მაგრამ სწავლა არ დამისრულებია, რადგან ჩემმა პედაგოგმა, სასწავლებლად, იტალიაში მიმიწვია. ჩემი პირველი ნაბიჯები, 2012 წლიან დაიწყო. 2014 წლიდან კი, უფრო სერიოზული წარმატეტებები მქონდა. 2015 წელს, საერთაშორისო თეატრებში მქონდა სპექტაკლები. განაგრძეთ კითხვა









