როგორც გახელაძის დედა, ნანა ბუნტური აცხადებს, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გახელაძის გათავისუფლებას მაისის ბოლომდე დაჰპირდა, თუმცა, მისი თქმით, პირობა არ შესრულდა.
“პირველივე დღიდან ჩემი შვილის გათავისუფლებას ვითხოვ. სხვა სათხოვარი არაფერი არ გვაქვს. 23-ში ჩემი შვილის დბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით.
ირაკლი ღარიბაშვილი თვის ბოლომდე დაგვპირდა, მაგრამ მეორე თვის ნახევარია დღეს და შედეგი არაფერია“, – განაცხადა ბუნტურმა.
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).ა










