ავტოსაგზაო შემთხვევა ზემო ფონიჭალაში – ერთმანეთს შეეჯახა მსუბუქი ავტომობილი და დისტრიბუციის მანქანა, რის შემდეგაც სატვირთო ამობრუნდა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულები სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა.
გამოძიება მომხდარზე 276-ე მუხლით დაიწყო.
შემთხვევის ადგილიდან ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.








