LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ხალხის მჭიდრო ტალღაში მოხვდნენ, იმ დღეს ჯონ კენედი მოკლეს – ვახტანგ კიკაბიძის სიყვარულისა და ცხოვრების უცნობი დეტალები

ხალხის მჭიდრო ტალღაში მოხვდნენ, იმ დღეს ჯონ კენედი მოკლეს – ვახტანგ კიკაბიძის სიყვარულისა და ცხოვრების უცნობი დეტალები

დაპოსტა 2021/06/11-ში
A A
58
ნახვა
გაზიარება
რუსულ ჟურნალ “დომაშნი ოჩაგში” (“Домашний очаг” – იბეჭდება ორ თვეში ერთხელ, სარედაქციო ოფისი – მოსკოვში), გამოქვეყნდა სტატია სათაურით – “ყველაზე მტკიცე ქორწინება: ვახტანგ კიკაბიძის ოჯახური ბედნიერების საიდუმლო // ლეგენდარული თბილისელი დონჟუანი ბუბა ყოველთვის ეძებდა ქალს, ვისთანც ცხოვრება საიმედო და საინტერესო იქნებოდა… და როცა ასეთი ქალი იპოვა, იგი იდეალური მეოჯახე გახდა” (ავტორი – ლარისა ხომაიკო).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:

“თავის სიცოცხლეში ვახტანგ კიკაბიძე მხოლოდ ორჯერ იყო ძალიან შეყვარებული: ერთხელ

– ბავშვობაში, მეორედ – ბუდაპეშტში, ქუჩის არეულობების დროს. პირველი სიყვარულიდან მას ფეხზე ტატუ დარჩა, მეორედან კი – შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები, სახლი, ბაღი და ბედნიერება მთელი ცხოვრების განმავლობაში.
“ზ+ვ” და სხვა ისტორიები
ვახტანგ კიკაბიძეს ფეხზე ტატუ აქვს – “ზ+ვ”, რომელიც მან ათი წლის ასაკში გაიკეთა. იმ დროს თბილისში ცხოვრობდა

ზოია, ძალიან ლამაზი გოგონა, ყველაზე პოპულარული სოლოლაკის უბანში. “ზ+ვ” ნიშნავს “ზოია+ვახტანგს”, რომელიც პირველი, უპასუხო ბავშვური სიყვარულის სამახსოვროა. ამ პირველი სასიყვარულო ისტორიის შემდეგ ვახტანგის გული დიდი ხნის განმავლობაში თავისუფალი რჩებოდა. იგი უკვე თბილისის ფილარმონიის სოლისტი იყო და საქართველოში უსაზღვრო პოპულარობით სარგებლობდა (ისე ვერავინ ბაძავდა ლუი არმსტრონგს, როგორც ვახტანგი), მაგრამ ის ერთადერთი ქალი, რომელსაც ვახტანგი შეიყვარებდა, ჰორიზონტზე ჯერ კიდევ არ ჩანდა.

 

თაყვანისმცემლები მას ფერად-ფერადი ფარვანებისავით დასდევდნენ – ბევრ ქალს სურდა უცოლო მუსიკოს-მომღერლის მეგობარი გამხდარიყო, მაგრამ ვახტანგი ახლო ურთიერთობებს გაურბოდა. რასაკვირველია, ბუბა (ბავშვობაში შერქმეული ამ სახელით იცნობდა მას მთელი საქართველო), შეიძლება ითქვას, ქართველი კაზანოვას ცხოვრებით ცხოვრობდა – ხშირად ხდებოდა ტაქსით დევნა, ფანჯრებიდან გადმოხტომა, ურთიერთობების გარკვევა ცოლების მიერ მოტყუებულ ქმრებთან… ერთმა შეყვარებულმა, მაგრამ საშინლად ეჭვიანმა ქალმა ვახტანგს კინაღამ ყელი გამოღადრა სამართებლით, მაგრამ ბოლო მომენტში სიყვარულმა (თუ სიბრალულმა) სძლია და დაინდო…

ჩახუტება ბუდაპეშტში
ასე გავიდა თითქმის ათი წელი. ისე ჩანდა, რომ ვახტანგი სამუდამოდ უცოლშვილო დარჩებოდა, მაგრამ იგი ერთხელ ერთ ქალს შეხვდა და მიხვდა: დიახ, ის მისი ცოლი გახდებოდა. ირინა თბილისის აკადემიური საოპერო თეატრის პრიმა-ბალერინა იყო, ზრდიდა რვა წლის გოგონას პირველი ქორწინებიდან და საერთოდ არ შედიოდა ლეგენდარული ბუბას თაყვანისმცემელთა რაზმში… მაგრამ ისე გამოვიდა, რომ ისინი ერთად აღმოჩნდნენ ბუდაპეშტში, გასტროლზე.

და იქ, უნგრეთის დედაქალაქში ერთ საღამოს მშვიდობიანი ცხოვრება დაირღვა: ავტომანქანებმა სიგნალი ჩართეს, ხალხი ყვიროდა, სადღაც გარბოდა… შემდეგ მათ გაიგეს, რომ იმ დღეს ამერიკაში პრეზიდენტი ჯონ კენედი მოკლეს… ირინა და ვახტანგი ხალხის მჭიდრო ტალღაში მოხვდნენ. მან გამხდარ ბალერინას ხელი მოხვია და მიხვდა, რომ გაშვება აღარ უნდოდა. და როცა მათ უფრო ახლოს გაიცნეს ერთმანეთი, ვახტანგმა იგრძნო, რომ მთელი ცხოვრება ირინას ელოდა. “ქალი, პირველ რიგში, უნდა იყოს ჭკვიანი და კარგად აღზრდილი, ინტელექტუალი – რათა მასთან ყოფნა ყოველთვის საინტერესო იყოს და – არა მხოლოდ საწოლში. საქმე მხოლოდ სილამაზეში არ არის. ლამაზი სხვა ბევრი რაღაცაც არის. მე ცხოვრებას ასე ვუყურებ”.

fb

 

პირველ ხანებში ახალგაზრდა წყვილი ირინას მშობლებთან, პატარა ბინაში ცხოვრობდა, თითქმის, ნახევარსარდაფში. ჯერ ერთმანეთს ეჩვეოდნენ: ვახტანგი უცოლო კაცის ჩვევებს ემშვიდობებოდა, მეგობრებთან ქეიფებს, თავის მხრივ, ირინას ქმრისაგან უსაზღვრო ეჭვიანობის გადატანაც კი მოუხდა… შემდეგ დაიბადა ვაჟი კონსტანტინე და ოჯახი ბედნიერი გახდა ორი შვილთან ერთად.
 

ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო

საერთოდ, დაცოლშვილების შემდეგ ვახტანგის საქმეები წარმატებით აეწყო. იგი ფილმებში გადაიღეს, მისი ანსამბლი “ორერა” კი მთელ საბჭოთა კავშირში ცნობილი გახდა. მომღერლებმა მთელი ქვეყანა მოიარეს და ყველა მაყურებელს ეგონა, რომ ვახტანგის ცოლი “ორერას” სოლისტი ნანი ბრეგვაძე იყო. მაგრამ სინამდვილეში ნანი სხვაზე იყო გათხოვილი, ბუბა კი ყოველი კონცერტის შემდეგ სახლში დაბრუნებას ცდილობდა… ამასთან, იგი არასდროს არავის საყვედურობდა იმისთვის, თუ ვინმე სხვანაირი ცხოვრებით ცხოვრობდა. “მე დროსტარებისა და ქალების მოყვარული კაცების მომხრე ვარ. კაცს დროსტარება უნდა უყვარდეს, მაგრამ, იმავდროულად, ზომაც უნდა იცოდეს. არ მომწონს, როცა კაცი ცოლ-შვილს მიატოვებს და სხვასთან მიდის…”.

fb

ვახტანგმა და ირინამ ერთად მთელი ცხოვრება იცხოვრეს. 2001 წელს ქმარმა ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა. თვითონ ვახტანგს სახლი ძალიან დიდი ეჩვენებოდა და რამდენიმე თვე იქ ვერც ჩერდებოდა, ღამღამობით ძველ ბინაში მიდიოდა ხოლმე… მაგრამ შემდეგ მიეჩვია.

ვახტანგი ხშირად ფიქრობდა, რატომ იყო ცოლთან ერთად ასე ბედნიერი და ერთხელ პასუხიც იპოვა: საქმე ურთიერთპატივისცემაშია. მუდამ უნდა გახსოვდეს, რომ შენ გვერდით არის ადამიანი, რომელსაც თავისი შეხედულებები აქვს, თავისი აზრები, რწმენა, ჩვევები… არ უნდა ეცადო მის “გადაკეთებას” – აი, ბედნიერი ცოლ-ქმრობის მთელი საიდუმლო.

და მართლაც, ვახტანგს არასოდეს უცდია ირინას “გადაკეთება”. აი, ერთი მაგალითი: ერთხელ ბუბა მოსკოვში, ბურდენკოს სახელობის ჰოსპიტალში იწვა და ირინამ, რომელიც ქმარს თავზე ადგა, ყველა იმ ავადმყოფზე ზრუნვა დაიწყო, ვისაც მოსკოვში ახლობლები არ ჰყავდა. სპეციალურად დადიოდა ბაზარში და მათთვის – “უპატრონო” ავადმყოფებისათვის – ხილს, რძის პროდუქტებს ყიდულობდა. კიკაბიძეს ცოლი ეცოდებოდა, მაგრამ ერთი საყვედურიც კი არ დასცდენია – იცოდა, რომ ის ისეთი იყო და სხვანაირად ვერ მოიქცეოდა…
მოკლედ, ვერავინ იფიქრებდა, რომ ლეგენდარული ბუბა ასეთი საუკეთესო და ერთგული მეოჯახე კაცი დადგებოდა, მაგრამ ფაქტია – მას და ირინას უკვე შვილთაშვილები ეზრდებათ…

მასალა მოაზდა “კვირის პალიტრამ”  რუსულ ჟურნალ “დომაშნი ოჩაგში” გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.

 

გაზიარება23

დაკავშირებული -პოსტები

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 18, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება. შესაძლოა, ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს სამსახურთან ან ფინანსებთან დაკავშირებით. მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და ყურადღება მიაქციეთ ახლობელი ადამიანის რჩევას.   კურო სასიამოვნო სიახლე ან მოულოდნელი შეხვედრა კარგ განწყობას...

დაწვრილებითDetails

ოქროს ფასი სტაბილურად მაღალია – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიოში ოქროს ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 324 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-იან კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

“მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო” – თინა ბოკუჩავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ერთადერთი რაციონალური მოთხოვნა არის ხელახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო აქტორებით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაცია – თინა ბოკუჩავა
მთავარი

სიმართლე გითხრათ, მიხეილ სააკაშვილის პოსტი მოულოდნელი იყო - ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6554 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში მიიღო

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის მიტოვების შემდეგ, „ქართული ოცნება“ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ სტრატეგიულ კურსს იღებს, - ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ ანგარიშშია ნათქვამი. „ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს რეორიენტაცია ევროატლანტიკური...

დაწვრილებითDetails

ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს
მთავარი

გორდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ბანგვეთსა და მაჭაკეთში ბეტონის გზის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სოფელებში მცხოვრები 600-მდე ბენეფიციარის საცხოვრებელ და სოციალურ პირობებს. გზის აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია...

დაწვრილებითDetails

შპს „სანდოს“ დირექტორი და „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე, შპს „სანდოს“ დირექტორი და შპს „სასამართლო ექსპერტიზის, არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული ცენტრის” ინსპექტორი დააკავა, ხოლო ერთ პირს ბრალდება გამოსაკითხ პირზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე წარედგინა....

დაწვრილებითDetails

ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

Tik-Tok ლაივში გოგოს გამო დაწყებული ეჭვიანობის გამო არასრულწლოვანი ბიჭი თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა და ვიდეო გადაუღო - ინფორმაციას გამოცემა "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს. მათი ცნობით, ფაქტი თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მოხდა. Tik-Tok...

დაწვრილებითDetails

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ჩემი კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი – მიხეილ სააკაშვილი
მთავარი

ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი - ნანუკა, გამარჯვების შემთხვევაში რეფორმებს გაატარებს პარტიის ბირთვთან, როგორც ვეტერანებთან და ასევე ახლებთან ერთად, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ივლისში ყველა...

დაწვრილებითDetails

საქართველო ვერ მიაღწევს რაიმე პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, სანამ ის არ დაუბრუნდება დემოკრატიული რეფორმების გზას – ევროპარლამენტი

by მეგა TV
ივნისი 17, 2026
0
იმპიჩმენტის პროცესით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს საქართველოს EU-ში გაწევრიანების მისწრაფებებს – ევროპარლამენტარები
მთავარი

ევროპარლამენტმა 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მომზადებული საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშის გათვალისწინებით.   დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს სრულ სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც აგრძელებს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"