ბაია პატარაიამ “ტელეკომპანია პირველი” ჟურნალისტური საქმიანობის უხეშად დარღვევაში ამხილა. ის ამბობს რომ გარყვნილი ქმედების მსხვერპლი ბავშვის ვინაობა იდეტიფიცირებული იყო.
“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“TV Pirveli • ტელეკომპანია პირველმა მთელ სამეზობლოს გააგებინა, რომ ბავშვი გარყვნილი ქმედების მსხვერპლი იყო, ბავშვი გახადა იდენტიფიცირებადი. მიუხედავად იმისა, რომ გამაფრთხილებელი პოსტები ვწერე და ჩვენმა პიარმა მათ პროდიუსერებს ურეკა, მაინც გაუშვეს ეთერში. საღოლ! სადამდე დაეცით, რომ ბავშვის ცხოვრების დანგრევას არ ერიდებით თქვენი ნაგავი სიუჟეტისთვის. გრცხვენოდეთ!
ამას ასე არ დავტოვებთ, აუცილებლად გიჩივლებთ ბავშვის უფლებების დარღვევისათვის და ზედ მოგაყოლებთ იმ სასამართლოს, ვისგანაც გაიგეთ დეტალები საქმეზე.”