პროტესტის მონაწილეებთან მოლაპარაკებები შედგა. „ ჯორჯიან მანგანეზის „ დირექტორთა ბორდის წევრის თემურ ხონელიას მონაწილეობით სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებთან, მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამ ინფორმაციას თავად სოფელ შუქრუთის მცხოვრებლები ადასტურებენ .
„იყო კონსტრუქციული დიალოგი, გრძელდება მოლაპარაკებები და ვიმედოვნებთ, რომ შეთანხმება საბოლოოდ მიღწეული იქნება დოკუმენტზე ხელმოწერით“, – აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული, ჯანო ლაბაძე.
თავის მხრივ განცხადებას ავრცელებს „ჯორჯიან მანგანეზიც“, სადაც საუბარია 7 ივნისის მოლაპარაკებებზე.
„7 ივნისს კონსტრუქციული მოლაპარაკებები შედგა პროტესტის მონაწილეებსა და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ შორის. დღის მანძილზე რამდენიმე დიალოგი გაიმართა პროტესტის მონაწილეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის, რომლის შედეგების ასახვას მხარეები იმედოვნებენ იურიდიული დოკუმენტით“, – ნათქვამია გნაცხადებაში.










