დღეს, ჯარისკაცების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის დაკავებული ორი პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
საქმე ეხება იაღლუჯის ბაზაზე მომხდარ რამდენიმე ინციდენტს, რა დროსაც, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები წვევამდელებს კბილის ჯაგრისით საათობით ახეხინებდნენ ყაზარმის საპირფარეშოს.
დაცვის მხარე დღეს მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობას დააყენებს, ასევე დააფიქსირებენ ნაფიც მსაჯულთა ჩართვის სურვილსაც.










