ყველას მოგესალმებით!
როგორც გაირკვა, კულტურის სამინისტროში გაცემულია განკარგულება ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით მხატვრებისთვის:
“- 21 დღე ვადა განაცხადიდან, საზღვარგარეთ ნამუშევრების გატანაზე..”
21 იქნება 12 თუ 3 დღე ნიშნავს ერთს – მხატვრების უშანსოდ დატოვებას და მთლინად მოწყვეტას ევროპულ, აზიურ თუ ამერიკის არტ ბაზრის სივრცეებს. რაც ნიშნავს გამოფენებში, კონკურსებში, არტ სიმპოზიუმებზე და ფესტივალებზე, გალერეებთან, კოლექციონერებთან და ა. შ. სხვადასხვა სახით პრობლემებს – პროექტების ჩაშლას, ნამუშევრების საზღვარგარეთ გაყიდვის ნულამდე დაყვანას და ბევრი სხვა მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება კიდევ.
ეს რეგულაციები არის სახელმწიფოს მხრიდან გაუაზრებელი და ორიენტირებული კულტ. სამინისტროს შემოსავლებზე ანუ განვმარტავ – მხატვართა პროტესტის შემდეგ 21 დღეს შეამცირებენ…. შემდეგ დააწესებენ სხვადახხვა გადასახადებს მოსაკრებელზე როგორც იუსტიციის სახლშია დაჩქარებულ ვადაზე 1 დღეში 200 ლარი. 2 დღეში ამდენი და ასე…
ვფიქრობ, ლანძღვა გინებას აზრი არ აქვს, აჯობებს შევიკრიბოთ კულტურის სამინისტროსთან, ერთად გავაპროტესტოთ სამშაბათს 11 საათზე. გავაკეთებთ ოფიციალურ მიმართვას — მინისტრის სახელზე წერილს, ხელმოწერილს მხატვართა მხრიდან და ჩავაბარებთ კულტურის სამინისტროს კანცელარიაში. ასევე შევხვდებით სამინისტროს წარმომადგენლებს გასაუბრებაზე, რომ მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი საერთო პროტესტისა.
ყველა მხატვარს მოვუწოდებ შევიკრიბოთ. მადლობა ყურადღებისთვის.” – წერს სოციალურ ქსელში მამუკა ცუცქირიძე